გაკოტრების შემდეგ შოტლანდიის მრავალგზის ჩემპიონი მეოთხე დიზივიონში გადაიყვანეს, სადაც "რეინჯერსი" დამაჯერებლად ლიდერობს და შემდეგ დივიზიონში გადასასვლელად ემზადება.
თუმცა აღმასრულებელი დირექტორი ჩარლზ გრინი ფიქრობს, რომ კლუბისთვის უკეთესი იქნება ინგლისურ პრემიერლიგაში გადასვლა.
"მოხდება ეს შემდეგ კვირას თუ 5 წლის შემდეგ, "რეინჯერსი" და "სელტიკი" შოტლანდიის ჩემპიონატს დატოვებენ.
მე მინდა, რომ ეს 5 წლის შემდეგ მოხდეს. მე ვეუბნები ინგლისურ კლუბებს: "ნუ გეშინიათ უცხო ხილის". საერთაშორისო ლიგები ევროპულ
არ მინდა, ეგრევე პრემიერლიგაში მოვხვდე, ეს არასწორი იქნებოდა. თუ პრემიერლიგა მომავალ სეზონში მიწვევას გამოგვიგზავნის, მზად ვართ, ყველაზე დაბალი ადგილიდან დავიწყოთ. მინდა, რომ ჩვენმა კლუბმა პრემიერლიგაში შესვლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაროს ყველა ეტაპი", - თქვა გრინმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით