ტევესი არგენტინაში წავიდა

AutoSharing Option
კარლოს ტევესი, რომელზეც გუშინ მოგახსენეთ, რომ არგენტინა ენატრება, შინ გაემგზავრა, მაგრამ დასასვენებლად კი არა, არამედ სამკურნალოდ. ის ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა მანჩესტერული დერბისთვის გამოჯანმრთელდეს.

ისტლენდელთა ფორვარდმა ფეხი კვირას, „არსენალთან“ შეხვედრაში იტკინა, მაგრამ თავიდან არავის ეგონა, რომ ტრავმა სერიოზული გამოდგებოდა. პირველი რეაქცია, „მანჩესტერ სიტის“ ექიმებს ასეთი ჰქონდათ: ტევესი შემდეგ ტურში, ვულვერჰემპტონში ითამაშებს. ფეხბურთელის სამწუხაროდ, გავიდა ორიოდ დღე და გაირკვა, რომ მას მუხლი და ბარძაყი კვლავ ძალიან ძლიერ აქვს გასივებული და შინაგანი სისხლჩაქცევებიც მრავლადაა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შაბათს ვულვერჰემპტონში კი არა, ტევესმა
შეიძლება ერთ-ორ კვირაზე მეტიც ვერ ითამაშოს. მანჩესტერული დერბი კი 10 ნოემბერს უწევს.

ამ სეზონის პირველი დერბი, როგორც ადრეც გაუწყებდით, ისტლენდზე ანუ „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ უწევს და მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იმის იმედით, რომ ტევესი დაისვენებს და რამენაირად გამოჯანმრთელდება კიდეც, შინ გაუშვა.

ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ ვარჯიშზე ტევესი ოთხშაბათს მივიდა, მაგრამ იჯდა და თანაგუნდელებს შორიდან უყურებდა. უახლოესი სამი-ოთხი დღე ის სახლში უნდა იჯდეს და ფეხს დაცხრობა აცადოს, შემდეგ კი ექიმებთან გადაინაცვლებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული