კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ის 40 წლისა იქნება, თუმცა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ შესაძლოა, რაიანისთვის არც მომდევნო სეზონი აღმოჩნდეს უკანასკნელი პროფესიულ კარიერაში. 5 მარტს "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი გიგზის კარიერაში მე-1000 თამაში აღმოჩნდა, რაც თავისთავად შთამბეჭდავი რიცხვია.
ფერგის თქმით, მის შეგირდს შეუძლია ,"იუნაიტედის" მაისურითაც ჩაატაროს მე-1000 თამაში. დღეისთვის მის ანგარიშზე 933 მატჩია. "რაღაც წილად, გიგზს გაუმართლა კიდეც, რადგან არასოდეს ჰქონია ზედმეტი წონის პრობლემა
გიგზი ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებულ ლტოლვას განიცდის. ის ნამდვილად ითამაშებს მომდევნო სეზონში და შესაძლოა, მას მერეც დარჩეს ფეხბურთში. ნოემბერში 40 წლისა ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 41-ისაც ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ახლა," - აცხადებს 71 წლის შოტლანდიელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაიან გიგზი: ის, რაც არასოდეს მომენატრება