"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდერლენდში შურისძიებისთვის მიდის

AutoSharing Option
ამ უქმეებზე "მანჩესტერ იუნაიტედს" სანდერლენდის "სტედიუმ ოფ ლაითზე" ელის გასვლითი შეხვედრა.

"მანჩესტერ სიტისთან" 15-ქულიანმა ფორამ თითქოს ჩემპიონატის ლიდერის თამაშებს ხიბლი დაუკარგა, რადგან "ეშმაკებს" მხოლოდ საკუთარ თავთან, საკუთარ მოტივაციასთანღა მართებთ ჭიდილი. თუმცა არა, არსებობს გარემოება, რომელიც ამ მატჩს განსაკუთრებულ ინტრიგას სძენს. ეს არის შურისძიების გრძნობა.

შარშან, 13 მაისს, პარალელურ შეხვედრაში "სიტის" გამარჯვებისა და მის მიერ ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, "შავი კატების" ფანებმა "იუნაიტედის" ფეხბურთელებს განსაკუთრებულად მტკივნეულ წერტილში დაარტყეს, როცა "სიტის" ჰიმნი შემოსძახეს.

უეინ რუნის თქმით, ეს ინციდენტი არავის დავიწყებია და სანდერლენდელებთან
ისინი ანგარიშის გასწორებას აპირებენ. "სტედიუმ ოფ ლაითზე" ისეთი რამ მოხდა, რაც დღემდე არ დაგვვიწყებია. როცა ჩვენი თამაში დასრულდა, წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა "სიტის" თამაშში. თუმცა გავიდა რამდენიმე წამი და ადგილობრივმა ფანებმა "ეტიჰადზე" გასული გოლის გამო ტაში შემოსცხეს," - თქვა რუნიმ.

შეგირდის განწყობას იზიარებს "იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონიც. მეტიც, შოტლანდიელი 21 წლის წინანდელ ანალოგიურ ამბავს იხსენებს, როცა 41-ე ტურში "ენფილდზე" "ლივერპულთან" 2:0 მარცხის შემდეგ ჩემპიონი "ლიდსი" გახდა.

მაშინ მერსისაიდელმა ფანებმა "ეშმაკების" ფეხბურთელებს ავტოგრაფები ჩამოართვეს, მერე დემონსტრაციულად გადახიეს და ფურცლები ჰაერში ააფრიალეს. "ბიჭებს მაშინაც ვუთხარი, რომ კარგად დაეხსომებინათ ეს დღე. წინა სეზონში მომხდარ ინციდენტს რაც შეეხება, თუკი "სანდერლენდის" ფანები "სიტის" ფანებიც არიან, ეს მათი საქმეა, მაგრამ ის, რაც მათ ჩაიდინეს, მშვენივრად გვახსოვს. დიახ, ამას გეუბნებით მე," – არაორაზროვნად დასძინა ფერგიუსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი: "სანდერლენდთან" უფრო მეტი უნდა გაგვეტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული