რობერტო მანჩინი: მინდა, სამირ ნასრის კარგად შემოვარტყა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "ნიუკასლთან" (4:0) შეხვედრაში სამირ ნასრის თამაში შეაფასა.

"სიმართლე გითხრათ, მინდა, ნასრის კარგად შემოვარტყა. მისი დონის ფეხბურთელი მუდმივად ასე უნდა თამაშობდეს.

არ მესმის, "ნიუკასლთან" რა შეიცვალა; არ მესმის, მისი დონის ფეხბურთელი მუდმივად ასეთ დონეზე რატომ არ თამაშობს.

ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს გააზრებული აქვს, როგორ ატარებს სეზონს. ნასრი ალბათ მიხვდა, რომ "ნიუკასლთან" კარგად ითამაშა",
- თქვა მანჩინიმ.

მიმდინარე სეზონში ნასრის ანგარიშზე სამი გოლია და ოთხი საგოლე გადაცემა. ფეხბურთელმა ყველა ტურნირში ჯამში 29 მატჩი ჩაატარა.

მომზადებულია The Guardian-ის
მიხედვით

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXI ტური: მესამე ადგილი ლონდონელებისთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული