რობინ ვან პერსი: ამ სეზონში ორი ტიტული გვინდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ ლონდონის "ჩელსისთან" სათასო მატჩამდე საკუთარი გუნდის ამბიციებზე ისაუბრა.

"დუბლის გაფორმება გვსურს და ჩემპიონატში უკვე კარგად მიგვდის საქმე, თუმცა გამარჯვება ორივე ტურნირში გვინდა.

ამიტომ მთელი ყურადღება "ჩელსისთან" მატჩზე გვაქვს გადატანილი. შეხვედრა სერიოზული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "სტემფორდ ბრიჯზე" სასურველ შედეგს მივაღწევთ.

9 წელი გავიდა, რაც "იუნაიტედს" ინგლისის თასი არ მოუგია. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

კარგი შანსი გვაქვს, ნახევარფინალში "სიტის" შევხვ
დეთ. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ "ჩელსისა" და "სიტის" ბარიერი თუ გადავლახეთ, ტიტული გარანტირებული გვაქვს", -
თქვა ჰოლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის შეხვედრა 1 აპრილს, 15:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია www.manutd.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული