ჰოლანდიელი ცამდე მართალი აღმოჩნდა.
იმის თქმას არ ვაპირებთ, რომ საგოლე სიტუაციები არ იქმნებოდა, მაგრამ საერთო ჯამში, მოსაწყენი 90 წუთი ვიხილეთ. გუნდებს საკადრო პრობლემები მატჩამდე შეექმნათ. ტრავმის გამო ვერ ითამაშეს რაფაელმა და უეინ რუნიმ, ეჭვქვეშ იდგა დავიდ დე ხეას ასპარეზობაც, ვინც "სანდერლენდთან" ტვინის შერყევა მიიღო.
რაფა ბენიტესს კი ჯერ კიდევ სანაკრებო შეკრებაზე დაშავებული გარი კეჰილი დააკლდა. 22-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და უახლოეს შეხვედრებში არ
"სტემფორდ ბრიჯმა" განსაკუთრებულად ცივი დახვედრა რიო ფერდინანდს მოუწყო. ბურთთან ყოველი მისი შეხება გამაყრუებელი სტვენით აღინიშნებოდა.
ახლა კი უშუალოდ თამაშს რაც შეეხება: დებიუტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თუმცა ბურთის გათამაშება უკეთ მასპინძლებს გამოსდიოდათ. "ჩელსი" შეტევების წარმართვას მარცხენა ფლანგიდან ცდილობდა. პირველი რეალური მომენტი 31-ე წუთზე შეიქმნა, როცა დემბა ბას ძლიერი დარტყმა დე ხეამ კუთხურზე მოიგერია. სტუმარმა მალე ზედიზედ ორი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან. ჯერ იყო და ნანის შორეული დარტყმა არ გამოუვიდა, ხავიერ ერნანდესს კი, უბრალოდ, არ გაუმართლა. მიწიდან ასხლეტილი ბურთი ჩეხმა ფეხითღა მოიგერია.
გამარჯვებულის ვინაობა მეორე ტაიმის დებიუტში გაირკვა. ხუან მატა ციბრუტივით დატრიალდა, კარისკენ გაიხედა და უხერხულ პოზიციაში მდგომ დემბა ბას გადააწოდა.
სენეგალელმა მოახერხა, ფერდინანდს დაუსხლტა, გრძელ აკრობატულ ნახტომში ბურთს ჰაერში მისწვდა და ის მეკარისგან დაუცველ მაღალ კუთხეში გაიტანა.
შეხვედრის დასრულებამდე ანგარიში კიდევ რამდენჯერმე შეიძლებოდა შეცვლილიყო. აუცილებლად უნდა გამოვყოთ ედენ აზარისა და ხავიერ ერნანდესის მომენტები. ბელგიელმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, მექსიკელს კი ჩეხმა წარმოუდგენელი თავური დარტყმა აუღო 3-4 მეტრიდან.
"იუნაიტედი" ასოციაციის თასიდან გავარდა. მას ისღა დარჩენია, ჩემპიონატზე გადაიტანოს მთელი ყურადღება და ტიტული უახლოეს ტურებში გაინაღდოს. თანაც, კვირას მას "ოლდ ტრეფორდზე" მანჩესტერული დერბი ელის.
ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი. გადათამაშება
ჩელსი-იუნაიტედი 1:0
გოლი: 1:0 ბა (49)
ჩელსი: ჩეხი, ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ლუისი, კოული (22. ბერტრანი), რამირესი, მიკელი, მატა, ოსკარი (90+1. მოზესი), აზარი, ბა (90+3. ტორესი)
იუნაიტედი: დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, ფერდინანდი, ევრა, კერიკი, კლევერლი (61. ვან პერსი), ვალენსია, ნანი (65. გიგზი), ერნანდესი, უელბეკი (80. იანგი)
მაყურებელი: 40 704
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასიდან გააგდო