სამირ ნასრი: ვენგერთან მუშაობა გაცილებით იოლია, ვიდრე მანჩინისთან

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი სამირ ნასრი გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ნათქვამს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, მანჩინიმ ცოტა ხნის წინ ფრანგს მონდომება დაუწუნა და თქვა, სულ ისე უნდა თამაშობდეს, როგორც ეს ბოლოს "ნიუკასლთან" გააკეთაო.

თავად ფეხბურთელი კი მიიჩნევს, რომ იტალიელი სპეციალისტი ცდება.

"თავადაც კარგად ვხვდები, რომ საუკეთესო სეზონს არ ვატარებ, თუმცა ის, რომ აქამდე მოედანზე მხოლოდ სანახევროდ ვიხარჯებოდი, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება მანჩინის, მან ინგლ
ისური ენა აქამდე ვერ აითვისა სათანადოდ და ზოგჯერ სრულებით შეუსაბამო რაღაცებს ამბობს.

მაგალითად, ვენგერთან ურთიერთობა გაცილებით იოლი იყო. ის საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია",
- თქვა ნასრიმ.

ასევე იხილეთ:

რობერტო მანჩინი: მინდა, სამირ ნასრის კარგად შემოვარტყა
პრემიერლიგა. XXXI ტური: მესამე ადგილი ლონდონელებისთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული