"ნიუკასლის" სერიოზული არგუმენტი

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ "ვესტ ჰემის" 24 წლის თავდამსხმელი ენდი კეროლი "ლივერპულში" დაბრუნებას აპირებს. ის იმედს არ კარგავს, რომ შეძლებს და "ენფილდზე" ყველაფერს თავიდან დაიწყებს.

თუმცა "წითლების" მთავარი მწვრთნელი ჯერაც ბრენდან როჯერსია, რომელმაც აყლაყუდა ფორვარდს ზაფხულში გულწრფელად უთხრა, რომ თამაშის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ჯობდა, ახალი გუნდი მოეძებნა. მერსისაიდელები კეროლში 20 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ. რეგრესის გზაზე მდგარ ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა ჭკუაში არავის დაუჯდა. ამჯერად ფასმა 3 მილიონით დაიკლო. ვნახოთ, 17 მილიონს მაინც თუ გადაიხდის ვინმე.

ბრენდან როჯერსი კეროლთან პირისპირ
შეხვედრას გეგმავს. ყველასთვის ცხადია, რომ "აპტონ პარკზე" გატარებულმა უღიმღამო სეზონმა (5 გოლი 19 თამაშში) ფეხბურთელის აქტივები დიდად ვერ გაზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ "ლივერპულს" ახლა დენიელ სტარიჯიც ჰყავს, ენდის პერსპექტივას მიზერულსაც ვეღარ ვუწოდებთ.

კეროლისთვის მაღალანაზღაურებადი რეზერვისტის როლი კლუბს არ აწყობს და არა გვგონია, თავად ფეხბურთელს ემეტებოდეს ასე საკუთარი თავი. მით უფრო, რომ ის როი ჰოჯსონის გუნდთან ერთად ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გეგმავს გამგზავრებას.

"ვესტ ჰემის" გარდა, კეროლის შეძენას ზაფხულში "ნიუკასლიც" შეეცდება. ტაინსაიდელებს, დედაქალაქელებისგან განსხვავებით, სერიოზული არგუმენტი აქვთ. ამ არგუმენტს ჰატემ ბენ არფა ჰქვია. როჯერსი ხომ 26 წლის ფრანგზე დიდი ხანია ოცნებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ენდი კეროლს ევროთასებზე თამაში სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული