თუმცა "წითლების" მთავარი მწვრთნელი ჯერაც ბრენდან როჯერსია, რომელმაც აყლაყუდა ფორვარდს ზაფხულში გულწრფელად უთხრა, რომ თამაშის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ჯობდა, ახალი გუნდი მოეძებნა. მერსისაიდელები კეროლში 20 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ. რეგრესის გზაზე მდგარ ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა ჭკუაში არავის დაუჯდა. ამჯერად ფასმა 3 მილიონით დაიკლო. ვნახოთ, 17 მილიონს მაინც თუ გადაიხდის ვინმე.
ბრენდან როჯერსი კეროლთან პირისპირ
კეროლისთვის მაღალანაზღაურებადი რეზერვისტის როლი კლუბს არ აწყობს და არა გვგონია, თავად ფეხბურთელს ემეტებოდეს ასე საკუთარი თავი. მით უფრო, რომ ის როი ჰოჯსონის გუნდთან ერთად ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გეგმავს გამგზავრებას.
"ვესტ ჰემის" გარდა, კეროლის შეძენას ზაფხულში "ნიუკასლიც" შეეცდება. ტაინსაიდელებს, დედაქალაქელებისგან განსხვავებით, სერიოზული არგუმენტი აქვთ. ამ არგუმენტს ჰატემ ბენ არფა ჰქვია. როჯერსი ხომ 26 წლის ფრანგზე დიდი ხანია ოცნებობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ენდი კეროლს ევროთასებზე თამაში სურს