მირკო ვუჩინიჩი: ახლა იმედია "ბაიერნსაც" მოვუგებთ [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა მირკო ვუჩინიჩმა "პესკარასთან" (2:1) იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩის შემდეგ ახსნა თუ რატომ გაიხადა შორტი გოლის აღვნიშნის დროს.

"ეს იყო სპონტანური საქციელი. ვგრძნობდი, რომ შემეძლო ამის გაკეთება და გავაკეთე კიდეც.

კონტე ცდილობდა ამოერტყა ჩემთვის? ეს ნაზი დარტყმა იყო (იცინის).

სერიოზულად, რომ ვილაპარაკოთ, მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველა ბედნიერია.

ახლა იმედია "ბაიერნსაც" მოვუგებთ",
- თქვა ვუჩინიჩმა.

VideoSportall.Ge
06.04.13. იუვენტუსი - პესკარა 2:1


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული