რობერტო მანჩინი: დერბი ყოველთვის დერბია!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ 8 აპრილს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" სტუმრად გასამართი პრემიერლიგის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"მომავალი შეხვედრა, სატურნირო თვალსაზრისით, უმნიშვნელოა, თუმცა დერბი ყოველთვის დერბია და ამ თამაშს დიდი წონა აქვს ჩვენთვისაც და მათთვისაც!

დაძაბულობას ყველა გრძნობს. ყოველ მომდევნო დერბის ისეთი განწყობა ახლავს, როგორი
ც პირველს. მისი მნიშვნელობის გადაფასება არაფერს შეუძლია.

ამ და წინა სეზონს შორის განსხვავება ისაა, რომ ამჟამად 20 ბურთით ნაკლები გავიტანეთ. აი, სულ ესაა.

"სიტის" კვლავაც საუკეთესო დაცვა ჰყავს. სამწუხაროდ, ბევრი ტრავმირებული გვყავს. ძალიან გვაკლია სერხიო აგუერო,
წავიდა ბალოტელი... შარშან მან 15-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. აი, ის გოლები, რომლებ
იც დაგვაკლდა", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 77 ქულით "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერობს, რომელსაც "სიტი" 15 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXII ტური: ცვლილებების ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული