"არ მესმის, "მანჩესტერ სიტის" აკადემიიდან რატომ ვერ დაიმკვიდრა ვერავინ ადგილი ძირითად გუნდში.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ მოიგეს ინგლისის თასი და ამ ტურნირის ბოლო ტურებში თამაშობდნენ.
მე მყავს ისინი ნანახი, როდესაც "იუნაიტედს" უგებდნენ. უნდა არსებობდეს რაღაც მოდელი, რომელიც ამ ფეხბურთელებს ძირითად გუნდში გადაიყვანს. "სიტიში" მე ასეთ მოდელს ვერ ვხედავ.
თუ არ გამოსცდი 17 წლის ბრიტანელ, ფრანგ ან აფრიკელ ბიჭს, ვერ გაიგებ, რა შეუძლია
ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ შესაძლებლობა, საკუთარი ძალები გამოსცადონ და ამ დონეზე იცხოვრონ.
დანიელ სტარიჯი კარგად თამაშობდა, მაგრამ ის წავიდა "სიტიდან". არ შეიძლება კლუბს მომავალი ჰქონდეს, თუ ახალგაზრდები არ გამოსცადე, რომ შემდეგ მათ გარშემო გუნდი ააშენო", - თქვა ნევილმა.
მომზადებულია The Independent-ის მიხედვით