სენეგალელ ფეხბურთელს კოჭი აქვს დაზიანებული, თუმცა ექიმებმა ტრავმის სერიოზულობა ჯერ ვერ დაადგინეს.
"ჯერ ზუსტად არ შეგვიძლია თქმა, რა სჭირს დემბა ბას. შეჯახება, სადაც ის დაშავდა, საკმაოდ სერიოზული ჩანდა. მალე გაირკვევა, რამდენად სერიოზულია ტრავმა. ბამ კიდევ ერთი შემოწმება უნდა გაიაროს" - წერია ლონდონის "ჩელსის" ოფიციალურ ვებგვერდზე.
მიმდინარე სეზონში ბამ ინგლისის ჩემპიონატში 29 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 15 გოლი გაიტანა.