პაულო დი კანიომ "სანდერლენდის" ფეხბურთელებს ხუთშაბათობით და პარასკეობით სმა აუკრძალა

AutoSharing Option
სკანდალისტი, ფაშისტი და ვინ იცის, რა აღარ უძახეს "სანდერლენდის" ახალ ბოსს, პაულო დი კანიოს (სხვათა შორის, იტალიელი ადრე ფაშისტობას არც უარყოფდა, ახლა კი ამბობს, რომ სხვანაირად გაუგეს), მაგრამ კლუბში მოსვლის შემდეგ პირველი, რაც მან გააკეთა, ალკოჰოლის აკრძალვაა.

დი კანიო მკაცრია, თუმცა მეტისმეტად მკაცრიც არა. მან კვირის ყოველ დღეზე გარკვეული შეზღუდვა შემოიღო: ხუთშაბათს და პარასკევს ალკოჰოლი "სანდერლენდში" სასტიკად აკრძალულია. ამაზე იმოქმედებს ჯარიმების სისტემა და შესაძლოა, გუნდიდან გარიცხვაც.

"დაივიწყეთ ალკოჰოლი ხუთშაბათს და პარასკევს. თუ ვინმეს შევნიშნავ, დავაჯარიმებ აუცილებლად. ასევე მოვიქცევი ორშაბათსაც, თუმცა
ოჯახთან ერთად, საღამოს ერთი ჭიქა წითელი ღვინო დასაშვებია, როგორც ორშაბათს, ისევე სამშაბათს
", - განაცხადა დი კანიომ "ჩელსისთან" 1:2 მარცხის მერე.

დი კანიოს, სავარაუდოდ, ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა დახვდა "სტედიუმ ოფ ლაითზე". წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ აკრძალვებზე არ წავიდოდა.

ასევე იხილეთ:
პაოლო დი კანიო: "სტედიუმ ოფ ლაითსის" ახალი მესაჭე, ბნელი იდეებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული