მანჩესტერული დერბი "სიტიმ" მოიგო - რობერტო მანჩინი აგუერომ გადაარჩინა

AutoSharing Option
8 აპრილს, ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში, "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" თანაქალაქელ "სიტის" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

მატჩამდე არსებობდა ჭორი იმის შესახებ, რომ წაგების შემთხვევაში, სტუმრების დამრიგებელ რობერტო მანჩინის კარისკენ მიუთითებდნენ.

მაგრამ იტალიელი სპეციალისტის გაგდება გადაიდო - "სიტიმ" 2:1 მოიგო, თანაც სამივე გოლი მისმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: მილნერმა და აგუერომ "იუნაიტედის" კარში, ხოლო კომპანიმ - საკუთარში.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 77 ქულით კვლავაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფი "სიტი" კი მას 12 ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულაც არ მგონია რომ აგუერომ გადაარჩინა სიტი. სიტი მოგებას ნამდვილად იმსახურებდა, აჯობა მანჩესტერს, პერსი საერთოდ გაშტერებული იყო. ან სად იყო გენიოსი რუნი??? ბებერი გიგზი ჩანდა მარტო:))) ისე, GMG-ს წამყვანებს როგორ გული დასწყდათ:))) ბოლო წუთები იყო და ერთ-ერთი იმას გაიძახოდა მიეცით მანჩესტერს სამი წუთი და სტადიონს გადადგამსო:))) ეჰ:))))
სერ ალექსი
23:04 09-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული