ფეხბურთი და პოლიტიკა: "წითლები" და რკინის ლედი

AutoSharing Option
"ჰილსბოროს" ტრაგედიაზე იმდენი დაიწერა, რომ ძნელია, რაიმე ახალი სიტყვა თქვა. უბრალოდ, შეგახსენებთ, 1989 წლის 15 აპრილს შეფილდის სტადიონ "ჰილსბოროზე" მაყურებელთა ჭყლეტას ადგილზე 94 ადამიანი შეეწირა.

ტრავმებისგან მოგვიანებით 2 ადამიანი კიდევ გარდაიცვალა. "ლივერპულის" გულშემატკივრებს წლების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ გამოძიების ოფიციალური დასკვნა, რომლის თანახმადაც, დამნაშავენი თავად ფანები იყვნენ და რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები 22 წელიწადზე მეტხანს იმეორებდნენ, ყველაზე მეტად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ზეგავლენის "დამსახურება" გახლდათ.

ორშაბათს 87 წლის ასაკში "რკინის ლედი" გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, გამოქვეყნდეს
დოკუმენტები, თუ რა როლი ჰქონდა ოფიციალური ვერსიის გავრცელებაში მაშინდელ პრემიერს. გასული წლის დეკემბერში დამოუკიდებელმა კომისიამ აღიარა, რომ 96 ადამიანის დაღუპვის მიზეზი პოლიციის უმოქმედობა და არაპროფესიონალიზმი იყო, თუმცა ტეტჩერის როლის შესახებ კომისიის დასკვნაში სიტყვაც არ დაძრულა.

აი, რა თქვა "ლივერპულ ეხოსთან" ინტერვიუში მოძრაობის "სამართლიანობა ჰილსბოროსთვის" ხელმძღვანელმა შეილა კოლმენმა: "ყველაფრის მიუხედავად, პატივს ვცემ გარდაცვლილ ადამიანებს, მაგრამ ქალბატონი ტეტჩერისგან განსხვავებით, მე სიცოცხლესაც ვაფასებ. არ მგონია, რომ მერსისაიდში მისი დაღუპვის შემდეგ ბევრს ეგლოვა.

იმედია, ახლა მაინც გვეღირსება დოკუმენტაციის გამოქვეყნება, თუ ვისი დამსახურება იყო ტრაგედიის დეტალების დამალვა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა და კატასტროფაში დამნაშავე პირებს ხელი დააფარა. მოქმედი მთავრობისგან მოვითხოვთ, ახლა მაინც გვითხრან სრული სიმართლე
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული