- ვფიქრობ, ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო მცველების თამაშმა დაადასტურა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, წინასწარ განჭვრიტო მოვლენათა განვითარება და საფრთხე ასე აიცილო თავიდან. უნდა იგრძნო მომენტი, როცა მეტოქე დარტყმას აპირებს, სწორი პოზიცია დაიკავო და
რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობ, შენგან ყოველთვის უფრო მეტს ელიან, ვიდრე იქამდე ითხოვდნენ. ამაზე პირადი მაგალითით შემიძლია ვიმსჯელო, რადგან მახსოვს, რას ითხოვდნენ ჩემგან ჩემპიონშიპში და რას ითხოვენ ნაკრებში თამაშისას. უმაღლეს დონეზე ასპარეზობისას ვალდებული ხარ, ყველაფერი მოასწრო: არა მხოლოდ თავდაცვაში, შეტევაშიც უნდა მიეხმარო შენს გუნდს და ბურთის ართმევაშიც მიიღო მონაწილეობა.
ერთ-ერთი მთავარი სხვაობა "ბოლტონსა" და "ჩელსის" შორის ის არის, თუ რა დონეზე შეგიძლია საკუთარი თავის გამოცდა. თამაშს შენი თავი მთლიანად უნდა მიუძღვნა და მომართული იყო. როცა ისეთ ფეხბურთელს ეთამაშები, რომელზეც ყველანი აღმატებულ ტონში ლაპარაკობენ, შენთვის ეს შესაძლოა, დამატებითი მოტივაცია იყოს. ამ დროს გინდა, რაც შეიძლება ცოტა შანსი მისცე მეტოქეს. ასეთ ფეხბურთელებზე ამბობენ, რომ ისინი უმაღლესი კლასისანი არიან. ამ დროს მაქსიმალურად მობილიზებული ხდები და ყველაფერს აჩვენებ, რაც შეგიძლია.
როცა შენი გუნდი თამაშს მშრალად ასრულებს, აცნობიერებ, რომ მეტოქეს მაქსიმალურად ეფექტურად ეთამაშე ან საერთოდ შანსი არ მიეცი. ეს უზარმაზარ სიამოვნებას გგვრის. ყოველთვის მინდა, მოედნიდან ისე გავდიოდე, რომ შესრულებული მისიის განცდა თან მიმყვებოდეს.
დოსიე
საკლუბო კარიერა:
ასტონ ვილა 2004/2008
ბარნლი (იჯარა) 2004/2005
შეფილდ იუნაიტედი (იჯარა) 2007/2008
ბოლტონი 2008/2012
ჩელსი 2012-დან
ინგლისის ნაკრები 2010-დან. 14 თამაში
ტიტულები:
ასოციაციის თასი 2011/12
ჩემპიონთა ლიგა 2011/12
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გარი კეჰილი: "ჩელსის" ჩემპიონობის შანსი აქვს