ორი თვის წინ კენჭისყრაში მონაწილე 20 კლუბიდან 13-მა თანხმობა განაცხადა, 6-მა შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა ("ფულჰემი", "ვესტ ბრომვიჩი", "მანჩესტერ სიტი", "ასტონ ვილა", "სუონსი", "საუთჰემპტონი"). მხოლოდ "რედინგმა" არ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. იდეის მოწინააღმდეგეებმა 11 აპრილის შეხვედრამდე კიდევ ერთხელ გამართეს თავიანთი დახურული შეხვედრა, სადაც დათქვეს, რომ წესების შემოღების შემთხვევაში ისინი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ახალი კანონის თანახმად, დაწესდება სახელფასო ჭერი და დადგენილ ნორმაზე მეტი საბიუჯეტო კრიზისის შემთხვევაში
11 აპრილს პრემიერლიგაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. პროფესიულმა ლიგამ გოლის ფიქსაციის სისტემა Hawk Eye-ს ("ქორის თვალი") დანერგვა საბოლოოდ გადაწყვიტა. ამრიგად, ინგლისის პრემიერლიგა პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი გახდა მსოფლიოში, რომლის ორგანიზატორებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გადაწყვიტეს.
"ქორის თვალზე" საავტორო უფლებებს იაპონური კომპანია "სონი" ფლობს. სისტემა მატჩის არბიტრს ბურთის მიერ ხაზის გადაკვეთის შემდეგ ზუსტად ერთ წამში უგზავნის სიგნალს. საბოლოო გადაწყვეტილება, ჩათვლის თუ არა საეჭვო გოლს, ამის შემდეგაც, ცხადია, არბიტრზე იქნება დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგამ Hawk-Eye-ს ტექნოლოგია მოიწონა