პრემიერლიგა. XXXIII ტური: სერიების დასასრული პრემიერლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ "არსენალი" კარგ ფორმაში იყო. "ნორვიჩთან" ლონდონელებმა მხოლოდ მატჩის კონკრეტულ მონაკვეთებში გვიჩვენეს, თუ რა შეეძლოთ. დანარჩენ დროს კი ისინი ბურთის უაზრო გორებაში ატარებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი აფეთქება მასპინძლებს პირველ ტაიმში ჰქონდათ, როდესაც საოცარი შანსები გაანიავეს. ჟერვინიომ გადამწყვეტ მომენტში თანაგუნდელისთვის დაინანა პასი, ოლივიე ჟირუმ თავურით ხარიხას ზემოდან გაარტყა.

შემდეგ ისევ ჟერვინიო იყო. ივუარელი ჯეკ უილშირის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა, სისწრაფეზე ისიც ჩამოიშორა, მაგრამ ბურთი ფლანგზე გაიგდო და მახვილი კუთხიდან შორეულ ძელს ააცილა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა
მაიკლ ტერნერის
თავურით ანგარიში გაიხსნა. ლუკაშ ფაბიანსკი უძლური იყო, რაიმე ეღონა. არსენ ვენგერმა ცვლილებებს მიმართა. თამაშში ჯერ თეო უოლკოტი და ლუკას პოდოლსკი ჩართო, მოგვიანებით კი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენიც გამოუშვა.

პოლდიმ ახლო მანძილიდან ისე ძლიერად დასცხო და ლამის ხარიხა ჩამოიღო. საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო: "არსენალმა" "იადონები" კედელთან მიიმწყვდია და ზუსტად 6 წუთის ინტერვალში 3 გოლი გაუტანა. წარმატებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა.

კლატენბერგს ბარათები გასახდელში დარჩა
რედინგის "მადეისკიზე" ერთი კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა მარკ კლატენბერგმა შესვენებაზე ბარათები გასახდელში დატოვა და ეს მხოლოდ 51-ე წუთზე აღმოაჩინა, როცა დენიელ სტარიჯის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო დენი გატრის გაფრთხილება დააპირა. მას მეოთხე არბიტრის, ტონი ბეიტსის დახმარება დასჭირდა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: "ლივერპული" 90 წუთის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. "წითლები" ძალიან ლაღად ათამაშებდნენ ბურთს, იოლად შედიოდნენ მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ "არისტოკრატების" უკანახაზელების თავდადებასა და განსაკუთრებით, მეკარე ალექს მაკარტის ბრწყინვალებას ვერაფერი მოუხერხეს.

პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ სტატისტიკას თუ ვენდობით, 23 წლის ინგლისელმა გოლკიპერმა 12-ჯერ იხსნა საკუთარი გუნდი. ბრენდან როჯერსს ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ მის გუნდს ერთხელ მაინც გაუმართლებდა. ალბათ ამიტომ იყო, რომ მხოლოდ ერთი შეცვლა გააკეთა, მაგრამ მერსისაიდელებმა მიჯრით მეორე შეხვედრა დაასრულეს - 0:0.

უიღბლო დელფი
"ასტონ ვილა" "ფულჰემზე" უკეთ გამოიყურებოდა. ბირმინგემელებს რამდენჯერმე არ გაუმართლათ. მაგალითად - პირველ ტაიმში, როცა მარკ შვარცერმა ანდრეას ვაიმანის გადაცემას კრისტიან ბენტეკეს მიმართ ბოლო წამსღა მიჰკრა თითები, თორემ ბელგიელი ცარიელ კარში იოლად გაიტანდა. ანგარიში მასპინძლებმა ეფექტური დარტყმით გახსნეს.

საჯარიმოში მყოფმა შარლ ნზოგბიამ ორიოდე წამით დაიგულა თავი მარტოდ და ბურთი ტექნიკური დარტყმით შორეულ კუთხეში გაახვია. პოლ ლამბერტს სიხარული დიდხანს არ დასცალდა. ფაბიან დელფმა კუთხურისას თავით საკუთარი კარი დალაშქრა. ეშლი ვესტვუდმა კი სცადა ხაზიდან გამოტანა, მაგრამ ძალიან გვიან.

"გუდისონ პარკზე" ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. "ევერტონმა" "ქუინზ პარკს" თითზე ჩამოსათვლელი შანსები მისცა თამაშის განმავლობაში, მაგრამ "რეინჯერებმა" ისიც ვერ გამოიყენეს.

დარონ გიბსონმა კლინტ ჰილის რიკოშეტით ისარგებლა და ანგარიში საჯარიმოს გარედან გახსნა. მერე ვიქტორ ანიჩებემ გამოიჩინა თავი. ნიგერიელმა სილვენ დისტენის თავურს კარისკენ ზურგით მდგომმა მისცა სათანადო მიმართულება.

0:3 თითქოს ის ანგარიშია, როცა მასპინძელს სალაპარაკო აღარაფერი რჩება. "ნიუკასლი"-"სანდერლენდის" თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, 3 ქულა მხოლოდ "შავ კატებს" ეკუთვნოდათ, მაგრამ მაინც უნდა გავუსვათ ხაზი ჰოვარდ ვების ორ უხეშ შეცდომას.

ჯერ კიდევ 0:1-ზე მან მასპინძელს 100%-იანი ბურთი არ ჩაუთვალა, დევიდ ვონის გოლისას კი შეცვლაზე შესული ფეხბურთელის თამაშგარე მდგომარეობა გაეპარა. პაოლო დი კანიომ 9-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულება ემოციურად აღნიშნა. "ნიუკასლმა" კი "სენტ ჯეიმს პარკზე" ზედიზედ მე-5 მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

რაკი ლაპარაკი სერიებზე ჩამოვარდა, რობინ ვან პერსის მიერ ჩემპიონატში მე-20 გოლის აღნიშვნაც უნდა ვახსენოთ. 29 წლის ჰოლანდიელმა ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა - პენალტით, მაგრამ მაინც. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სტოკს" ერთი მატჩის დებიუტშივე გაუტანა. ეს მაიკლ კერიკმა გააკეთა.

პრემიერლიგა. XXXIII ტური
არსენალი-ნორვიჩი 3:1
გოლები: 0:1 ტერნერი (57), 1:1 არტეტა (85-პენ), 2:1 ჟირუ (88), 3:1 პოდოლსკი (90)
არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი - სანია (80. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კოშელნი, ვერმალენი, გიბსი - რემსი, არტეტა - კასორლა, უილშირი (59. უოლკოტი), ჟერვინიო (60. პოდოლსკი) - ჟირუ
ნორვიჩი (4-3-2-1): ბენი - მარტინი, ბასონგი, ტერნერი, უიტეკერი - ბ. ჯონსონი (62. ფოქსი), ტეტი (90. ჯექსონი), ჰოუსონი - კამარა, სნოდგრასი - ჰოლტი
გაფრთხილება: სანია - ბენი, სნოდგრასი
კარში დარტყმა: 6-4 (5-4) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 10-10 ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 60 095

VideoSportall.Ge
13.04.13. არსენალი - ნორვიჩი 3:1


ასტონ ვილა-ფულჰემი 1:1
გოლები: 1:0 ნზოგბია (55), 1:1 დელფი (66 ს.კ.)
ასტონ ვილა (4-2-1-1): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი - დელფი, ვესტვუდი - ბოუერი (69. ჰოლმენი), ვაიმანი (76. ბენტი), ნზოგბია (68. სილა) - ბენტეკე
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - რიტერი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიჩარდსონი (90. რიისე) - ენო, კარაგუნისი (63. პეტრიჩი), ემანუელსონი, დაფი (11. მანოლევი) - რუისი - ბერბატოვი
გაფრთხილება: სილა - ენო, რიჩარდსონი
კარში დარტყმა: 13-7 (6-1) კუთხური: 8-5 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 7-13 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 37 011

ევერტონი-ქუინზ პარკი 2:0
გოლები: 1:0 გიბსონი (40), 2:0 ანიჩებე (56)
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ოსმანი (81. იელავიჩი), გიბსონი, პიენაარი, მირალიაში (87. ნეისმიტი), ფელაინი - ანიჩებე (90. ჰეიტინგა)
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟ. სეზარი - ბოსინგვა, ჰილი, სამბა, ონუოჰა - პარკი (62. ტაარაბტი), ჯენასი, გრანერო (74. დიაკიტე), ტაუსენდი - ჰოილეტი, რემი
გაფრთხილება: ფელაინი, პიენაარი, გიბსონი - ბოსინგვა, გრანერო, ტაუსენდი
კარში დარტყმა: 6-6 (6-3) კუთხური: 13-5 თამაშგარე: 2-6 ჯარიმა: 6-13 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 34 876

რედინგი-ლივერპული 0:0
რედინგი (4-4-2): მაკარტი - განტერი, მორისონი, მარიაპა, კელი - გატრი, კარაჯანი (57. კარიშუ), მაკანუფი, მაკლირი - პოგრებნიაკი (74. ბლექმენი), ჰანტა (79. ლე ფონდრე)
ლივერპული (4-3-3): რეინა - გ. ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე - ჯერარდი, ლუკასი, ჰენდერსონი (58. დაუნინგი) - კოუტინიო, სტარიჯი, სუარესი
გაფრთხილება: გატრი, ბლექმენი - ლუკასი
კარში დარტყმა: 4-22 (2-11) კუთხური: 4-9 თამაშგარე: 0-5 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 24 139

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 1:0 რამირესი (59), 1:1 კეროლი (66)
საუთჰემპტონი (4-5-1): ბორუცი - კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, ფოქსი - შნაიდერლინი, კორკი, ს. დევისი, ლალანა (72. ჯ. როდრიგესი), რამირესი (79. პანჩეონი) - ლამბერტი
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - დემელი, ტომკინსი (64. პოგატეცი), კოლინსი, ობრაიენი - ონილი, ნოლანი, დიამე, ვას ტე (85. მ. ტეილორი) - ჯარვისი (58. კოლისონი), ე. კეროლი
გაფრთხილება: შნაიდერლინი, ფოქსი - კეროლი, პოგატეცი, ვას ტე
კარში დარტყმა: 7-3 (5-2) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 15-20 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 31 984

ნიუკასლი-სანდერლენდი 0:3
გოლები: 0:1 სესინიონი (27), 0:2 ა. ჯონსონი (74), 0:3 დ. ვონი (82)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული (57. ელიოტი) - დებუში, ს. ტეილორი, იანგა-მბივა, ხონასი - ტიოტე, კაბაი (63. ბენ არფა) - გუფრანი (46. შ. ამეობი), სისოკო, მარვო - სისე
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ბერდსლი (54. კოლბეკი), ოში, კუელიარი (71. მანგანე), როუზი - ნდიაიე, ლარსონი, ა. ჯონსონი, მაკლინი (65. დ. ვონი) - სესინიონი, გრემი
გაფრთხილება: გუფრანი, სისე, ს. ტეილორი - როუზი, ა. ჯონსონი
კარში დარტყმა: 11-10 (6-8) კუთხური: 10-9 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 13-8 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 52 355

სტოკ სიტი-იუნაიტედი 0:2
გოლები: 0:1 კერიკი (4), 0:2 ვან პერსი (66-პენ)
სტოკ სიტი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, კემერონი (71. ჯერომი) - უელანი, ნზონზი - უოლტერსი (77. ოუენი), ადამი, შოტონი - კ. ჯონსი (84. კრაუჩი)
იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - ფ. ჯონსი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, კერიკი, კაგავა - რუნი, ერნანდესი (78. უელბეკი), კაგავა
გაფრთხილება: ჯერომი - ვალენსია
კარში დარტყმა: 8-9 (3-4) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 8-9 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 27 191

VideoSportall.Ge
14.04.13. სტოკი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:2


გადადებული თამაშები:

7 მაისი
უიგანი-სუონსი
სიტი-ვესტ ბრომვიჩი
ჩელსი-ტოტენჰემი

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 20 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), მიგელ მიჩუ (სუონსი)

მომდევნო ტური
20 აპრილი
ფულჰემი-არსენალი, ნორვიჩი-რედინგი, ქუინზ პარკი-სტოკ სიტი, სანდერლენდი-ევერტონი, სუონსი-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი, ვესტ ჰემი-უიგანი.

21 აპრილი
ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-ჩელსი.

22 აპრილი
მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: გუნდურმა სულისკვეთებამ გამარჯვება მოგვიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული