"სანდერლენდთან" 0:3 მარცხის მერე "ნიუკასლის" ფანებმა ქალაქის ქუჩები დაარბიეს [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის დერბი "ნიუკასლსა" და "სანდერლენდს" შორის ყოველთვის დაძაბულ ვითარებაში იმართება.

ამ ტურში "ნიუკასლი" შინ მოულოდნელად განადგურდა პაულო დი კანიოს გუნდთან - 0:3. ამას დაემატა მსაჯის აშკარა შეცდომები სტუმართა სასარგებლოდ და ნიუკასლის ქუჩებში არეულობები დაიწყო.

ინგლისის პოლიციამ ცხენოსანი რაზმიც კი გამოიყენა ხულიგნების დასაშოშმინებლად, მაგრამ ზოგიერთმა ფანმა პოლიციელთა ცხენებზეც კი მიიტანა იერიში.

"ნიუკასლის" ფანები პოლიციას პეტარდებით, ქვებით, ბოთლებით დაესხნენ თავს. რამდენიმე ქუჩაზე ხანძარი გააჩინეს.

ამის შემდეგ "ნიუკასლის" ფანებმა იხუვლეს და ვაგზლისკენ გაიქცნენ, სადაც სტუმ
ართა გუნდის ფანები ეგულებოდათ. საბედნიეროდ, ფანებს შორის ჩხუბი არ ყოფილა, თუმცა ვაგზლის სამი თანამშრომელი დაჭრილია, ხოლო პოლიციამ 29 ხულიგანი დააკავა.

VideoSportall.Ge
ნიუკასლის ფანებისა და პოლიციის შეტაკება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული