უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღეს „ჩელსი“ სიტუაციის ბატონ-პატრონი სულაც არ იყო. „ბლექბერნი“ თამაშს კარგა დიდი მონაკვეთების განმავლობაში აკონტროლებდა. 61-ე წუთზე შეცვლაზე შესულ ჯეისონ რობერტსს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ააცილა, რასაც, როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხანში სტუმრების გოლი მოჰყვა. მასპინძლების მწვრთნელი სემ ელერდაისი, გაოცებული დარჩა,
„ჩვენ, რასაკვირველია გაგვიმართლა. ჩვენს მეორე გოლამდე „ბლექბერნს“ შესანიშნავი საგოლე მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. რობერტს იმ ეპიზოდში წერტილის დასმა შეეძლო. მეორე მხრივ კი ასეც შეიძლება ვომსჯელოთ: ამ შეხვედრაში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოწინააღმდეგე გვჯობდა და ასეთ შემთხვევებში მოგებას ცოდნა უნდა. „ბლექბერნმა“ ზეწოლის ქვეშ მოგვაქცია და ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე მყარი ლიდერობა რომ შევინარჩუნეთ“.
რაკიღა ლიდერით დავიწყეთ, ბარემ ცხრილს ჩავყვეთ და მეორეზე მყოფ „არსენალს“ მივხედოთ. „ემირეით სთედიუმზე“ მასპინძლებმაც, „ჩელსისა“ არ იყოს, ბოლო წუთებზე მოახერხეს გამარჯვება. ალექს სონგმა გაელ კლიშის მიერ შორეულ ძელთან ჩაკიდებულ ბურთს თავური დაჰკრა და საბრალო აუტსაიდერ „ვესტ ჰემს“ ლონდონურ დერბიში სრულიად დამსახურებული ქულის მოპოვების საშუალება არ მისცა. ამ შეხვედრას ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო აკვირდებოდა და მის თვალსაწიერში მყოფთაგან შესანიშნავად ითამაშა „ჩაქუჩთა“ მეკარემ რობერტ გრინმა, რომელმაც რამდენჯერმე შესანიშნავად მოიგერია „მეთოფეთა“ დარტყმული. მატჩის შემდეგ „არსენალის“ მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა:
„როდესაც თამაშის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე გაგაქვს და იგებ, დიდი შვებაა. ამ შეხვედრაში სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა, ჭკვიანურად გვეთამაშა და დაცვაში არ შევმცდარიყავით. ჩვენს წინააღმდეგ ხომ მობილიზებული და კარგად ორგანიზებული გუნდი იდგა. საბედნიეროდ, სწორედ ასე მოვიქეცით. ჩვენ სისულელე არ გაგვიკეთებია და თამაშის მიწურულს გონიერება დაგვიფასდა კიდეც. რაც შეეხება სესკ ფაბრეგასს, ის დღეს ცოტათი შეზღუდული მეჩვენა. შესვენებისას ვყოყმანობდი ხომ არ შევცვალო მეთქი, მაგრამ მერე გადავწყვიტე 10-15 წუთით დამეტოვებინა. დაიწყო მეორე ტაიმი და შევატყე, რომ რაც დრო გადიოდა ის მეტად და მეტად იხსნებოდა, ამიტომაც საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ აღარ შევცვალე“.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელიც მესამეზე გახლავთ, „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 2:0 მოუგო. სტატისტიკისთვის: „დეზებს“ „ოლდ ტრეფორდზე“ 21 წელიწადი არ მოეგოთ და ეს ვერც ამჯერად შეძლეს. ჯერ იყო და ნემანია ვიდიჩმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი, თამაშის მიწურულს ნანიმ გაიტანა მეტისმეტად საკამათო გოლი. მსაჯმა მაიკლ კლეტენბერგმა ეს გოლი რომ ჩათვალა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები აღშფოთდნენ და, კაცმა რომ თქვას ყველა აღშფოთდებოდა კიდეც. საქმე ასე იყო: ლონდონელების მეკარემ გომეშმა ბურთი საჯარიმოში დადო და თავისუფალი დარტყმით მის თამაშში შესატანად მოემზადა, მეკარის უკან დარჩენილი ნანი კი ბურთთან მივიდა, მსაჯს შეხედა და სანამ ყველას ეგონა, რომ ეხლა იქაურობას გაეცლებოდა, გოლი შეაგდო...
მატჩის შემდეგ მანჩესტერელთა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: „ძალიან უცნაური რაღაც მოხდა. იმწუთას ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ერთ წუთში ბურთი მეკარეს ხელში ეჭირა და მეორე წუთში ის, რატომღაც ბადეში შევარდა. ნანი უკან ბრუნდებოდა, ბურთთან რომ მივიდა მან მსაჯს შეხედა, მსაჯმა უთხრა ითამაშეო, ჰოდა მანაც ის გააკეთა, რაც იმ წუთას შეეძლო – ბურთი კარში შეაგდო. გომეში შეცდა. მას ეგონა, რომ თავისუფალი დარტყმა იყო დანიშნული, ამ დროს არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ბურთი ჩვეულებრივად თამაშში იყო“.
ამბიციურმა „მანჩესტერ სიტიმ“ კი ისევ წააგო, ამჯერად ვულვერჰემპტონში. შეხვედრას წერტილი დევიდ ედუარდსმა 57-ე წუთზე დაუსვა - ედუარდსს 14 თვე გოლი არ ჰქონდა გატანილი. არადა, თავიდან ემანუელ ადებაიორის მიერ ზუსტად დარტყმული პენალტის წყალობით ისტლენდელები დაწინაურდნენ. საერთოდაც, შეხვედრის დასაწყისში უპირატესობა „სიტისა“ გახლდათ, მაგრამ მასპინძლებმა ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი მიმდინარე კამპანიის მეორე გამარჯვებაც მოიპოვეს.
პრეს-კონფერენციაზე ისტლენდელთა მწვრთნელი რობერტო მანჩინი ცოფებს ყრიდა: „ამბიციური გუნდი ასეთ შეხვედრებს უნდა იგებდეს. დღეს ჩვენ ფეხბურთი მხოლოდ 25 წუთის განმავლობაში ვითამაშეთ. მართალია, ეს მონაკვეთი ძალიან კარგი გვქონდა და მის განმავლობაში ოთხი თუ ხუთი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამ 25 წუთის შემდეგ ჩვენ გავჩერდით და „ვულვზმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა. ასე საშინლად აქამდე არ გვითამაშია“.
„ფულჰემმა“ „უიგანს“ უმასპინძლა და 2:0 აჯობა. ლონდონელები რომ დამარცხებულიყვნენ ზედიზედ მესამედ მოეცარებოდათ ხელი, მაგრამ მათ საბედნიეროდ ამერიკელი კლინტ დემპსის (სწორედ იმის, მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს კურიოზული გოლი რომ გაუტანა) მიერ ორჯერ მიზანში გარტყმულის წყალობით, სამი ქულა მათ დარჩათ. დემპსიმ, რომელსაც ახლა მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი ორივე გოლი შესვენებამდე შეაგდო.
მატჩის შემდეგ „ფულჰემის“ მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა თქვა: „ჩვენ ისე კარგად ვითამაშეთ, რომ გამარჯვება თავისთავად მოვიდა. პირველივე წუთებიდან ინიციატივას ჩვენ ვფლობდით. მე ფეხბურთელებისგან მეტ დინამიზმს ვითხოვ და ამ შეხვედრაში მათ სწორედ ეს გამოამჟღავნეს“.
აი, ევერტონელ ნიგერიელ იაკუბუს კი აპრილის მერე გოლი არ ჰქონდა გატანილი და ნავსი „სტოკთან“ შეხვედრაში გატეხა. ეს „გუდისონ პარკზე“ გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი გამოდგა.
რა მოუხდებოდა ქალაქ ბირმინგემის დერბის და სადავო მომენტი, ხომ მართალია? ჰოდა, ინებეთ: „ასტონ ვილას“ კაპიტანმა ნაიჯელ რიო-კოკერმა პირველ ტაიმში, თავის საჯარიმოში ხელით გაისწორა ბურთი, რასაც, ბუნებრივია, სტუმრების პროტესტი მოჰყვა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, ერთადერთი, რითაც „ბირმინგემს“ შეუძლია თავი დაიმშვიდოს ის არის, რომ „ვილასთან“ ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ აღარ წააგო, მაგრამ თავად მატჩი იმდენად უხარისხო იყო, რომ არავის დაამახსოვრდება.
„ნიუკასლმა“ კი „სანდერლენდს“ გადაურბინა. ჰეთ თრიკი კევინ ნოლანმა შეასრულა და ორიც შოლა ამეობიმ შეაგდო.
„ფანტასტიკურად მოვიგეთ – თქვა მატჩის შემდაგ ნოლანმა – ჩვენ ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა და ანგარიშის მიუხედავად ვფიქრობ, რომ მართლაც ასეთი იყო. ჩვენ რამდენიმე გოლის დროს უბრალოდ გაგვიმართლა“.
„ლივერპულმა“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში მაქსი როდრიგესის გოლის წყალობით გასავარდნთა ზონიდან მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ტაიმში ფერნანდო ტორესს ჰქონდა ორი საგოლე შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ჯო კოული კი დაშავდა, ორთავა კუნთი იტკინა.
მომდევნო ტური
6 ნოემბერი. ბოლტონი-ტოტენჰემი, ბირმინგემი-ვესტ ჰემი, ბლექბერნი-უიგანი, ბლექპული-ევერტონი, ფულჰემი-ასტონ ვილა, მანჩესტერ იუნაიტედი-ვულვერჰემპტონი, სანდერლენდი-სტოკი; 7 ნოემბერი. არსენალი-ნიუკასლი, ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-ჩელსი
ინგლისი. . X ტური
არსენალი-ვესტ ჰემი 1:0
არსენალი: ფაბიანსკი, სანია, სკილაჩი, კოშელნი, კლიში, ნასრი, სონგი, დენილსონი (67. უოლკოტი), არშავინი (80. ბენდტნერი), ფაბრეგასი, შამახი (90. ებუე)
ვესტ ჰემი: გრინი, იაკობსენი, და კოსტა, გებიდონი, ილუნგა, ბეჰრამი (90. ბარერა), პარკერი, ნობლი, ობინა (87. ფობერი), პიქვიონი (73. კ. კოული), ბოა მორტე
გოლები: 1:0 სონგი (88)
კარში დარტყმა: 23-5 (10-2); ჯარიმა: 15-20; კუთხური: 7-4; თამაშგარე: 3-5; ბურთის ფლობა: 66%-34%, გაფრთხილება: 2-2.
მაყურებელი: 60 086
ბლექბერნი-ჩელსი 1:2
ბლექბერნი: რობინსონი, სალგადო, სამბა, ნილსენი, ჟივე (35. ოლსონი), ემერტონი, ფ. ჯონსი, პედერსენი, მ.ბ. დიუფი, ე.ჰ. დიუფი (84. დ. დანი), მვარუვარი (45. რობერტსი)
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, ალექსი, ტერი, ე. კოული, ესიენი, მიკელი, ჟირკოვი, მალუდა (72. სტარიჯი), ანელკა, დროგბა
გოლები: 1:0 მვარუვარი (21), 1:1 ანელკა (39), 1:2 ივანოვიჩი (84)
კარში დარტყმა: 14-16 (4-3); ჯარიმა: 13-14; კუთხური: 3-5; თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 34%-66%, გაფრთხილება: 2-2.
მაყურებელი: 25 836
ევერტონი-სტოკი 1:0
ევერტონი: ჰოვარდი, ფ. ნევილი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი, კოულმენი (62. საა), არტეტა, ჰეიტინგა, პიენაარი, ტ. კეჰილი, იაკუბუ (86. ბელიალეტდინოვი)
სტოკი: ბეგოვიჩი, დ. კოლინზი, შოუკროსი, ფაიე, ჰუთი, უოლტერსი (74. პინანტი), უაიტჰედი, უილსონი (77. უილენი), ეზერინგტონი, კ. ჯონსი, თუნჩაი
გოლები: 1:0 იაკუბუ (67)
კარში დარტყმა: 19-11 (7-0); ჯარიმა: 16-14; კუთხური: 6-2; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 65%-35%, გაფრთხილება: 1-1.
მაყურებელი: 35 513
ფულჰემი-უიგანი 2:0
ფულჰემი: შვარცერი, ბეირდი, ჰიუზი, ჰანგელანდი, სალსიდო, ს. დევისი (84. ა. ჯონსონი), დ. მერფი (86. დიკგეჩოი), გრიტინგი, დემპსი, გერა, დემბელე
უიგანი: ჰასბი, სტამი, კოლდუელი, ალკარასი, ფიგეროა, კლივერლი, დიამე (73. მოზესი), ტომასი, ნ’ზოგბია, როდალეგა, დი სანტო (45. გომესი)
გოლები: 1:0 დემპსი (30), 2:0 დემპსი (44)
კარში დარტყმა: 16-9 (5-3); ჯარიმა: 8-13; კუთხური: 7-1; თამაშგარე: 5-2; ბურთის ფლობა: 59%-41%, გაფრთხილება: 0-0.
მაყურებელი: 25 448
ვულვზი-მანჩესტერ სიტი 2:1
ვულვზი: ჰანემანი, ფოული, სტირმენი, ბერა, უორდი, ჯერვისი (88. მოუიოკოლო), დ. ედუარდსი, ჰენრი, ჰანტი (66. ელოკობი), მილიაში (84. მენსიენი), დოილი
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, რიჩარდსი (84. ჟო), კომპანი, კ. ტურე, ბოატენგი, ი. ტურე, ბერი (68. ჯონსონი), სილვა, მილნერი, ბალოტელი, ადებაიორი (78. საბალეტა)
გოლები: 0:1 ადებაიორი (23-პენ), 1:1 მილიაში (30), 2:1 დ. ედუარდსი (57)
კარში დარტყმა: 10-19 (4-2); ჯარიმა: 5-14; კუთხური: 5-7; თამაშგარე: 4-4; ბურთის ფლობა: 52%-48%, გაფრთხილება: 1-2.
მაყურებელი: 25 971
მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი 2:0
მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ სარი, რაფაელი (65. ბრაუნი), რ. ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ნანი, ქერიკი, დ. ფლეტჩერი, პარკი, ბერბატოვი (64. სქოულზი), ერნანდესი (87. ობერტანი)
ტოტენჰემი: გომეში, ჰატონი, გალასი, ქაბული, ასუ-ეკოტო, ლენონი, ჯენასი (66. პალასიოსი), მოდრიჩი, ბეილი, ვან დერ ვაარტი (77. კრაუჩი), კინი (62. პავლიჩენკო)
გოლები: ვიდიჩი (31), 2:0 ნანი (84)
კარში დარტყმა: 19-13 (10-2); ჯარიმა: 12-11; კუთხური: 1-4; თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 52%-48%, გაფრთხილება: 0-3.
მაყურებელი: 75 223
ასტონ ვილა-ბირმინგემი 0:0
ასტონ ვილა: ფრიდელი, ლ. იანგი, კოლინზი, დანი, უორნოკი, დაუნინგი, რიო-კოკერი (83. კარეუ), სიდუელი (58. ბენანი), ე. იანგი, კლარკი, ჰესკი
ბირმინგემი: ფოსტერი, კარი, რ. ჯონსონი, ს. დანი, რიჯუელი, ლარსონი, ფერგიუსონი, ფეჰეი, ჰლები (72. ჯერომი), გარდნერი, ჟიგიჩი
კარში დარტყმა: 8-14 (3-4); ჯარიმა: 15-10; კუთხური: 1-4; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 49%-51%, გაფრთხილება: 2-3.
მაყურებელი: 40 688
ნიუკასლი-სანდერლენდი 5:1
ნიუკასლი: კრული, სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, ბარტონი, ტიოტე, ნოლანი, ხონასი, ამეობი (84. რეინჯერი), ქეროლი
სანდერლენდი: მინოლეტი, ონუოჰა, ტერნერი, ბრემბლი, ბერდსლი, ალ მუჰამადი (40. ასამოა), ჰენდერსონი, კეტერმოლი (76. მენსა), უილბეკი (54. რიჩარდსონი), მოლბრანკი, ბენტი
გოლები: 1:0 ნოლანი (26), 2:0 ნოლანი (34), 3:0 ამეობი (45-პენ), 4:0 ამეობი (70), 5:0 ნოლანი (75), 5:1 ბენტი (90)
გაძევება: ბრემბლი (53-სანდერლენდი)
კარში დარტყმა: 25-13 (8-5); ჯარიმა: 10-19; კუთხური: 8-6; თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 54%-46%, გაფრთხილება: 3-6.
მაყურებელი: 51 988
ბოლტონი-ლივერპული 0:1
ბოლტონი: იაასკელაინენი, სტეინსონი, ნაითი, გ. კეჰილი, პ. რობინსონი, ლი (75. როდრიგო), ჰოლდენი, მუამბა, ტეილორი (87. ბლეიკი), კ. დევისი, ელმანდერი (82. კლასნიჩი)
ლივერპული: რეინა, კარაგერი, კირიაკოსი, შკრტელი, კონჩესკი, მაქსი როდრიგესი, ლუკასი, მეირელეში (90. პოულსენი), ჯ. კოული (62. ნგოგი), ჯერარდი, ტორესი
გოლები: 0:1 მაქსი როდრიგესი (86)
კარში დარტყმა: 15-11 (4-2); ჯარიმა: 16-13; კუთხური: 1-4; თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 41%-59%, გაფრთხილება: 2-2.
მაყურებელი: 25 171
1. ჩელსი 10 8 1 1 27:3 25
2. არსენალი 10 6 2 2 22:10 20
3. მანჩესტერი 10 5 5 0 22:12 20
4. სიტი 10 5 2 3 13:10 17
5. ტოტენჰემი 10 4 3 3 11:10 15
6. ვესტ ბრომვიჩი 9 4 3 2 13:15 15
7. ნიუკასლი 10 4 2 4 19:14 14
8. ევერტონი 10 3 4 3 10:8 13
9. ფულემი 10 2 6 2 12:11 12
10. ბოლტონი 10 2 6 2 13:14 12
11. სანდერლენდი 10 2 6 2 9:12 12
12. ლივერპული 10 3 3 4 10:14 12
13. ასტონ ვილა 10 3 3 4 9:13 12
14. ბირმინგემი 10 2 5 3 10:12 11
15. სტოკი 10 3 1 6 10:14 10
16. ბლექპული 9 3 1 5 13:20 10
17. უიგანი 10 2 4 4 7:18 10
18. ბლექბერნი 10 2 3 5 9:12 9
19. ვულვზი 10 2 3 5 10:16 9
20. ვესტ ვემი 10 1 3 6 7:18 6
ბომბარდირები: 7 – მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 6 - ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი); 5 –ქეროლი (ნიუკასლი), ელმანდერი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი); 4 — კეჰილი (ევერტონი), ნასრი (არსენალი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), უოლკოტი (არსენალი), დემპსი (ფულჰემი).
ინგლისი. ჩემპიონატი. XIV ტური
კარდიფ სიტი-ნორვიჩი 3:1
1:0 ბოთროიდი (9), 2:0 ჩოპრა (12), 2:1 ჰულეჰანი (34), 3:1 უიტინგემი (37)
კრისტალ პალასი-სუონსი 0:3
0:1 სინკლერი (6), 0:2 პრეტლი (71), 0:3 ალენი (80)
დერბი-უოტფორდი 4:1
1:0 ბრეიფორდი (14), 2:0 ჩივკა (36), 2:1 უიჩილოუ (55), 3:1 კუგი (65), 4:1 ჩივკა (81)
იფსვიჩი-მილუოლი 2:0
1:0 სკოტლენდი (5), 2:0 ლიდბიტერი (56)
ლესტერი-პრესტონი 1:0
1:0 გალაჰერი (36)
მიდლსბრო-ბრისტოლი 1:2
1:0 ბოიდი (30), 1:1 ადომა (35), 1:2 ელიოტი (49)
პორტსმუთი-ნოტინგემი 2:1
1:0 სონკო (18), 1:1 ანდერსონი (27), 2:1 ლოურენსი (62)
ქუინზ პარკი-ბარნლი 1:1
1:0 ტაარაბტი (32), 1:1 ალექსანდერი (45)
რედინგი-დონკასტერი 4:3
1:0 მილსი (9), 1:1 ჰეიტერი (26), 1:2 მარტისი (42), 1:3 შილსი (50), 2:3 კერაკანი (60), 3:3 ჰერტი (74), 4:3 ჩერჩი (88)
სკანთორპი-ლიდსი 1:4
0:1 გრედელი (8), 1:1 ბირნი (27), 1:2 ჰოუსონი (60), 1:3 ჰოუსონი (74), 1:4 ჰოუსონი (75)
შეფილდი-ქოვენთრი 0:1
0:1 მაკშეფრი (23)
ბარნსლი-ჰალი 1:1
1:0 ჰემილი (24), 1:1 კილბეინი (72)
თ მ ფ წ ბ ქ
1. კარდიფი 14 10 2 2 28:12 32
2. ქუინზ პარკი 14 8 6 0 26:5 30
3. სუონსი 14 8 2 4 20:12 26
4. ქოვენთრი 14 7 3 4 21:16 24
5. ნორვიჩი 14 7 2 5 20:18 23
6. რედინგი 14 6 4 4 22:14 22
7. დერბი 14 6 3 5 25:17 21
8. ბარნლი 14 5 6 3 22:16 21
9. უოტფორდი 14 6 3 5 26:22 21
10. პორტსმუთი 14 6 3 5 21:19 21
11. იფსვიჩი 14 6 3 5 17:15 21
12. ლიდსი 14 6 2 6 23:26 20
13. ნოტინგემი 14 4 7 3 16:14 19
14. მილუოლი 14 5 4 5 18:17 19
15. დონკასტერი 14 5 4 5 23:23 19
16. სკანთორპი 14 5 2 7 18:21 17
17. ბარნსლი 14 4 4 6 18:25 16
18. შეფილდ იუნ 14 4 3 7 9:18 15
19. ლესტერი 14 4 3 7 17:27 15
20. ჰალი 14 3 5 6 10:18 14
21. პრესტონი 14 4 1 9 20:30 13
22. ბრისტოლი 14 3 4 7 14:24 13
23. მიდლსბრო 14 3 2 9 13:24 11
24. კრ პალასი 14 3 2 9 14:28 11
ბომბარდირები: 10 – ბოთროიდი (კარდიფი); 8 – იუელუმო (ბარნლი), მეკი (ქუინზ პარკი); 7 – კომონსი (დერბი), მაკგუგანი (ნოტინგემი), პერკინი (პრესტონი), სინკლერი (სუონსი); 6 - გრეჰემი (უოტფორდი), შარპი (დონკასტერი), სომა (ლიდსი), სორდელი (უოტფორდი); 5 – ბეკიო (ლიდსი), კოპინგერი (დონკასტერი), იგლზი (ბარნლი), ჰემილი (ბარნსლი).
პირველი ლიგა. XIV ტური
ბურნმუთი-კოლჩესტერი 1:2, ბრისტოლი-კერლისლი 1:1, ჩარლტონი-შეფილდი 1:0, დაგენჰემი-ჰარტლპული 1:1, ექსეტერი-ბრენტფოდრი 2:4, ჰადერსფილდი-უოლსოლი 1:0, ლეიტონი-როჩდეილი 2:1, ნოთს ქაუნთი-საუთჰემპტონი 1:3, ოლდჰემი-პლიმუთი 4:2, პიტერბორო-ბრაიტონი 0:3, ტრანმერი-მილტონი 4:2, იეოვილი-სუინდონი 3:3
მეორე ლიგა. XIV ტური
ეკრინგტონი-ჩელტენჰემი 2:4, ოლდერშოტი-ბერი 1:3, ბრედფორდი-ოქსფორდი 5:0, მაკლსფილდი-ბარტონი 2:1, ნორთემპტონი-ჯილინგემი 2:1, პორტ ვეილი-ქრუ 2:1, შრუსბერი-ბარნეტი 2:1, საუთენდი-როტერჰემი 1:0, სტივენიჯი-ჩესტერფილდი 0:0, სტოკპორტი-ჰერეფორდი 0:5, თორგუეი-მორკეიმბი 3:1, უაიკომბი-ლინკოლნი 2:2
კონფერენსი. XVII ტური
საუთპორტი-კიდერმინსტერი 2:2, უიმბლდონი-დარლინგტონი 0:2, ფორესტ გრინი- იორკი 2:1, გეითსჰედი-კემბრიჯი 2:3, გრიმსბი-ისტბერნი 2:2, ჰეიესი-ელტრინჩემი 0:1, ჰისტონი-ვრექსჰემი 1:1, ლუტონი-ბათი 3:1, მენსფილდი-ქროული 1:4, ნიუპორტი-კეტერინგი 1:2, რაშდენი-ბეროუ 5:0, ტემუორთი-ფლიტვუდი 0:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"