სერხიო აგუერომ დავიდ ლუისს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ საჯაროდ მოუბოდიშა "ჩელსის" ბრაზილიელ მცველ დავიდ ლუისს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის თასის ნახევარფინალში, რომელიც "სიტიმ" 2:1 მოიგო, აგუერო ორი გაშლილი ფეხით წავიდა დავიდ ლუისზე და კინაღამ სერიოზული ტრავმა მიაყენა.

მსაჯმა ფოიმ ეს ვერ შენიშნა და რადგან ის არც მსაჯის ბარათში ასახულა, არგენტინელი დასჯას გადაურჩა. ხოლო დავიდ ლუისმა განაცხადა, რომ პატიობს არგენტინელს.

აგუერომ "ტვიტერზე" დაწერა: "მე დავეკონტაქტე დავიდ ლუისს და ბოდიში მოვუხადე. ეს იყო იმპულსური მოქმედება, რომელიც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს".

მალევე ლუისმა უპასუხა: "მადლობა აღიარებისთვის.
დიდი სპორტსმენები და ადამიანები ასე იქცევიან
". მოკლედ, კონფლიქტი ამოწურულია.

ასევე იხილეთ:
დავიდ ლუისი: მე ვპატიობ სერხიო აგუეროს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული