როი ჰოჯსონი: პრემიერლიგაში ლეგიონერთა სიმრავლე ინგლისურ ფეხბურთს ღუპავს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მიიჩნევს, რომ ინგლისურ ფეხბურთს პრემიერლიგაში უცხოელების მოზღვავება ღუპავს.

"სქაი სპორტსთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ ხშირად მიდის თამაშზე და იქ ერთ ინგლისელ ფეხბურთელსაც ვერ ნახულობს. "ვისაც ეს ევალება, იქნებ მიხედონ? ინგლისის პრემიერლიგა უკვე აღარ არის ინგლისური, იქ მონაწილე ფეხბურთელთა ორი მესამედი ლეგიონერია. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ევროპაში, შინაურ ფეხბურთელებს გასაქანი არა აქვთ და ამის გამო, პირველ რიგში, ინგლისის ნაკრები ზარალდება".

ასევე იხილეთ:
ინგლისის ნაკრები: ჰოჯსონის მოულოდნელი სვლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული