ახლა ტორესი 29 წლისაა და ხშირად ისმენს თავისი მისამართით კრიტიკას. "ელ ნინიო" ხშირად ხდება დაცინვის ობიექტი სოციალურ მედიასა და ფანებს შორის. თუმცა ეს უფრო ჩამოყალიბებული სტერეოტიპია, ვიდრე რეალობა.
ფიქრობთ, ის მართლა ცუდად თამაშობს? კარგი, მოდი, შევადაროთ "ელ ნინიოს" მონაგარი პრემიერლიგის სხვა ფორვარდებისას. და საერთოდაც, ვინ ლიდერობს "ვერგამტან" თავდამსხმელთა შორის?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდმა დენი უელბეკმა პრემიერლიგის
არადა, პრემიერლიგის ცნობილ ფორვარდთა რეიტინგში, რომელიც ნათამაშები წუთებისა და გოლების მიხედვით არის დალაგებული, "ვერგამტანთა" ლიდერი სწორედ უელბეკია.
კრიტიკა არა და მისი ქება კი გვახსოვს, თუნდაც "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ. უელბეკი სერ ალექს ფერგიუსონმა ცამდე აქო.
სხვათა შორის, ყველაზე "გამოჩენილი" "ვერგამტანები" არიან ინგლისელები: უელბეკი, კარლტონ კოული, ჯონათან უოლტერსი, დენი გრემი, გრანტ ჰოლტი.
ტორესმა მოედანზე 2 194 წუთი დაჰყო და 7 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ეს ცოტაა "ჩელსის" მთავარი ფორვარდისთვის და ცოტაა "ძველი ტორესის" კლასისთვისაც - ესპანელს ყოველ 313 წუთში ერთი გოლი გააქვს, მაგრამ, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, "ელ ნინიოს" უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ემანუელ ადებაიორს (408 წუთი/გოლი), პიტერ კრაუჩს (384), ჯიბრილ სისეს (368), პაველ პოგრებნიაკს (335), კევინ მირალიაშს (327), ნიკიცა იელავიჩს (321) და პაპის სისეს (319).
დაგვეთანხმებით, არც ისე ცოტაა.
"სანდერლენდის" მაშინდელმა შეფმა მარტინ ონილმა იანვარში გრემში არ დაიშურა კლუბის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ფორვარდს კი ყოველ 469 წუთში ერთი გოლი ძლივს გააქვს.
გამტანები
უკეთესი კუთხიდან კი "ჩელსის" სხვა ფორვარდი ჩანს, რომელიც "ვესტ ბრომვიჩშია" განათხოვრებული - ახალგაზრდა რომელუ ლუკაკუმ 13 გოლი გაიტანა. მას ყოველ 119 წუთში გააქვს.
მართალია, ამ შედეგით ბელგიელი ახლოსაც ვერ მივა ლეო მესისთან და კრიშტიანო რონალდოსთან, მაგრამ მათთან შედარება ევროპაში არავის შეუძლია.
ლუკაკუს უფრო ხშირად გააქვს, ვიდრე მომდევნო ადგილებზე მყოფებს: ედინ ჯეკოს (119), რობინ ვან პერსის (129) და ლუის სუარესს (129).
ზოგჯერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი ხელს გვიშლის ობიექტური რეალობის სწორად აღქმაში. ასე რომ, "ელ ნინიო" არც ისეთი ცუდია, როგორც ბევრს ჰგონია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფერნანდო ტორესი: ეროვნულ გუნდში დაბრუნებას შევძლებ