მით უფრო, რომ "ეშმაკებს" მხოლოდ საშინაო შეხვედრებში გამარჯვებაც ჰყოფნით ტიტულის გასანაღდებლად. სამაგიეროდ, წარმოუდგენლად დაძაბულია ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ეს ლონდონური კლუბების შიდა საქმედ იყო აღიარებული, მაგრამ ახლა მარაქაში "ევერტონიც" გაერია.
მეორე დერბი ქრევეინ კოტეჯზე
ბოლო წლებში "არსენალს" ერთი კეთილი ტრადიცია აქვს:
ახლაც ასეა. "მეთოფეები" დიდხანს მიიჩნეოდნენ ამ ბრძოლაში აუტსაიდერებად, მაგრამ დედაქალაქელებმა კუდი მოიქნიეს და მთლად ფერფლიდან არა, მაგრამ მაინც აღდგნენ. "ბრძოლა ლიგის საგზურისთვის ბოლო ტურამდე გაგრძელდება. მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა გვაქვს.
დარჩენილ ხუთ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი უნდა დავიმსახუროთ. ეს ნამდვილად შეგვიძლია, თუკი გავიხსენებთ, რომ ბოლო 9-დან 8 თამაში გვაქვს მოგებული. იმედია, ეს ისევე გამოგვივა, როგორც ადრე გამოგვდიოდა. რაც მთავარია, ამიერიდან ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ურთულესი სიტუაციიდან გამოვძვერით, თუმცა წინ კიდევ დიდი სამუშაოა," - განაცხადა არსენ ვენგერმა.
"ქრევეინ კოტეჯზე" ზედიზედ მეორე დერბი გაიმართება და პუბლიკა ალბათ ძალიან გულნატკენი დარჩება, თუკი მასპინძელი გუნდი ისევე უსუსურად ითამაშებს, როგორც ეს 17 აპრილს "ჩელსისთან" იყო.
ლამის გასავარდნად განწირულ "უიგანს" ზედიზედ მეორე გასვლითი შეხვედრა უწევს, ამჯერად დედაქალაქში.
რობერტო მარტინესის გუნდმა წინა მატჩი "მანჩესტერ სიტისთან" მინიმალური სხვაობით კი დათმო, მაგრამ იმდენად კარგად ითამაშა, რომ რობერტო მანჩინისგან კომპლიმენტები დაიმსახურა.
უქმეებზე "ათლეტების" უშუალო კონკურენტ "ასტონ ვილას" მძიმე გამოცდა ელის "ოლდ ტრეფორდზე", შესაბამისად, "აპტონ პარკზე" აღებულ ქულას, შესაძლოა, ოქროს ფასი დაედოს. სემ ელერდაისის "ვესტ ჰემი" კი ჩემპიონატის ბოლო ტურამდე აპირებს ბრძოლას და მან ეს "იუნაიტედთან" მატჩისას (2:2) დაამტკიცა.
"ევერტონთან" შეხვედრის შემდეგ (0:2) ჰარი რედნაპმა პირველად გააკრიტიკა საკუთარი ფეხბურთელები საჯაროდ.
ისე, რომ გვარები არ დაუზუსტებია, ღვაწლმოსილმა სპეციალისტმა შეგირდებს უმოტივაციობასა და უამბიციობაში დასდო ბრალი.
ასე რომ, გვგონია, რომ "სტოკ სიტისთან" ის გადახალისებულ შემადგენლობას გამოიყვანს, ისეთს, ვისაც "ლოფტუს როუდიდან" გაქცევაზე არ უჭირავს თვალი. მეტოქის გათვალისწინებით, 3 ქულის აღება რეალური გვგონია. ტონი პულისის გუნდი ნელ-ნელა აუტსაიდერთა შორის დაეშვა და გამორიცხული არ არის, უქმეების შემდეგ გასავარდნ ზონაშიც კი ამოყოს თავი.
დი კანიო გამოცდილების წინააღმდეგ
წინა ტურში "ნიუკასლთან" 3:0-ის შემდეგ პაოლო დი კანიომ სამართლიანად დაიმსახურა ქება-დიდება.
რის შემდეგაც იტალიელმა მისთვის ჩვეულ სტილში თქვა, რომ ის თავს გმირად ვერ გრძნობს, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერჯერობით ვერ გრძნობს.
თუკი ექსცენტრულმა სპეციალისტმა "შავი კატები" დიდი განსაცდელისგან იხსნა, მას მართლაც შეამკობენ დაფნის გვირგვნით, მაგრამ იქამდე კიდევ ხუთი დაძაბული მატჩია.
ერთ-ერთი დღეს ლივერპულის "გუდისონ პარკზე" გაიმართება. მასპინძლები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და რამდენად გასწდება დი კანიოს ემოცია დევიდ მოიესის გამოცდილებას, ამას აუცილებლად ვნახავთ.
უქმეების მთავარი სათქმელი
მთავარი მოვლენები ინგლისში ხვალ გაიმართება. "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტის" ლამის სისხლისგან დაცლილი ხვდება. რაც მთავარია, ანდრე ვილაშ ბოაშს გარეთ ბეილი არ ეყოლება, რაც მასპინძლების შანსს სერიოზულად ამცირებს.
"დეზების" ვარსკვლავებმა კაილ უოკერმა და ლუის ჰოლტბიმ გაზეთებს ერთმანეთზე ოპტიმისტური ინტერვიუები მისცეს, მაგრამ ეს "უელსელი ჯადოქრის" არყოფნას ვერ გაანეიტრალებს.
"სიტი" ხომ ამ ეტაპზე ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია. "ქალაქელთა" ერთადერთი სერიოზული პრობლემა, შესაძლოა, დაღლილობა გამოდგეს.
დაბოლოს, რაფა ბენიტესი "ენფილდზე" ბრუნდება. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს დიდი ინტრიგას. ესპანელის გუნდმა იანვრის შემდეგ პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო და კარგ ხასიათზეა.
"წითლებს" სერიოზულად უნდა ეშინოდეთ სტუმართა მცველების. "ფულჰემს" ხომ სამჯერვე მათ გაუტანეს. "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ყველა ტურნირში ერთად უკანახაზელებმა უკვე 27-ჯერ გამოიჩინეს თავი, რაც გოლების საერთო რაოდენობის 21%-ია.
პრემიერლიგა. XXXIV ტური
20 აპრილი
ფულჰემი-არსენალი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დემიენ დაფი, მაჰამადუ დიარა, აშკან დეჟაგა, ნილ ეთერიჯი - ვასირიკი დიაბი, ტომაშ როსიცკი, ჯეკ უილშირი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანტი კასორლა, ლუკაშ ფაბიანსკი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +7=10-30 (53-102)
ნორვიჩი-რედინგი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონ რადი, ბრედლი ჯონსონი, ენდრიუ სერმანი - ადამ ფედერიჩი, ჯიმი კებე, ჰოუპ აკპანი, ჯეისონ რობერტსი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +6=5-6 (19-21)
ქუინზ პარკი-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: ბობი ზამორა -
ტრავმა: ენდრიუ ჯონსონი, შონ რაიტ-ფილიპსი - მარკ უილსონი, მეტიუ ეთერინგტონი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +16=6-9 (44-30)
სანდერლენდი-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: კრეიგ გარდნერი -
ტრავმა: ფილ ბერდსლი, ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, კონორ უიკჰემი, სტივენ ფლეტჩერი - ტონი ჰიბერტი, ლეონ ოსმანი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 136 თამაში: +50=22-64 (216-240)
სუონსი-საუთჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნილ ტეილორი, დარნელ შიტუ - კელვინ დევისი, გული დო პრადო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3=2-2 (12-10)
ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 18:00
დისკვალიფიკაცია: იუსუფ მულუმბუ -
ტრავმა: ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა, პიტერ ოდემვინგე - ტიმ კრული, ფაბრისიო კოლოჩინი, დავიდე სანტონი, რაიან ტეილორი, ჰარის ვუკჩიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 98 თამაში: +37=27-34 (171-161)
ვესტ ჰემი-უიგანი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯორჯ მაკარტნი, ჯეიმს ტომკინსი, ჯო კოული, დენიელ პოტსი - ალბერტ კრუსატი, ბენ უოტსონი, მაიკლ პოლიტი, ფრეიზერ ფივი, ივან რამისი, რიო მიაიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +8=2-8 (27-26)
21 აპრილი
ტოტენჰემი-სიტი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იუნეს კაბული, აარონ ლენონი, გარეთ ბეილი, უილიამ გალასი, ჯერმეინ დეფო, რანიერ სანდრო - სისენანდო მაიკონი, სერხიო აგუერო, დავიდ სილვა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 124 თამაში: +48=30-46 (169-182)
ლივერპული-ჩელსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯო ალენი, ფაბიო ბორინი, რაჰემ სტერლინგი, მარტინ კელი, ჯონ ფლენაგანი - ორიოლ რომეუ, ედენ აზარი, ნათან აკე
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 155 თამაში: +69=34-52 (235-211)
22 აპრილი
იუნაიტედი-ასტონ ვილა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეშლი იანგი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი - რიჩარდ დანი, გაბრიელ აგბონლაჰორი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 154 თამაში: +79=37-38 (283-196)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 21 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), მიგელ მიჩუ (სუონსი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"