არსენ ვენგერი: ბოლო 10 წუთი ძალიან ვინერვიულე [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ლონდონის "არსენალმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ფულჰემი".

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ლამის მთელი თამაში 10 კაცით თამაშობდა, "არსენალმა" დიდი ვერაფერი ფეხბურთი შემოგვთავაზა. სამი ქულა კი გუნდს გერმანელმა მცველმა პერ მერტეზაკერმა მოუპოვა, რომელმაც 43-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

თამაშის შემდეგ "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა თქვა: "მატჩის ბოლო 10 წუთი ძალიან სანერვიულო გაგვიხდა. მეორე ტაიმი საერთოდ ცუდად ვითამაშეთ. რისი ბრალია? იყო ეს ფიზიკური გადაღლილობა, თუ მენტალური პრობლემა, ჯერ არ ვიცი. მეორე ტაიმში მხოლოდ შენარჩუნებაზე ვფიქრობდით. "ევერტონთან" მატჩმა წინა
ტურში ჩვენი დიდი ძალისხმევა წაიღო და მიზეზიც შეიძლება ეს იყოს
".

VideoSportall.Ge
20.04.13. ფულჰემი - არსენალი 0:1



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული