"ფულჰემის" ფეხბურთელმა სტივ სიდუელმა "არსენალელ" მიკელ არტეტას კინაღამ ფეხი მოტეხა

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის ლონდონურ დერბიში "ფულჰემსა" და "არსენალს" შორის ინციდენტი მოხდა.

მატჩის დასაწყისშივე მასპინძელთა მცველი სტივ სიდუელი გაშლილი ფეხით წავიდა "არსენალის" ესპანელ ლეგიონერ მიკელ არტეტაზე და მას კინაღამ ძალიან მძიმე ტრავმა მიაყენა. "არსენალელი" ბეწვზე გადაურჩა დიდი ხნით ლაზარეთში მოხვედრას, მსაჯმა კი სიდუელი გააძევა.

არსენ ვენგერი აღშფოთებას ვერ მალავდა თამაშის შემდეგ: "ვფიქრობ, სიდუელმა მსაჯს სხვა გზა აღარ დაუტოვა, ის დამსახურებულად გააძევეს. ექიმები ნახავენ, არტეტას მდგომარეობას, მაგრამ რადგან მან თამაშის გაგრძელება შეძლო, იმედი გვაქვს, რომ გადავრჩით".

შეგირდი არც "ფულჰემის" მწვრთნელმა დაიცვა, მარტინ იოლმა
განაცხადა: "ვერაფრით დავიცვამ მას. არ შეიძლება ასე მოქცევა, თუმცა სიდუელი ირწმუნება განზრახ არ გაუკეთებია",

სხვათა შორის, 3 კვირის წინათ სტივ სიდუელი "ქუინზ პარკის" მცველ არმან ტრაორესაც ანალოგიურად ეუხეშა.

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ბოლო 10 წუთი ძალიან ვინერვიულე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული