"ჩელსი" "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაიბირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ჟოსიმარ კინტერომ ლონდონის "ჩელსისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Goal.com ცნობით, 16 წლის ეკვადორელმა "ბარსელონასთან" პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება არ მოისურვა და სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი "ჩელსიში" ნომინალურ ფასად გადავა.

"მარკას" ინფორმაციით, "არისტორკატებმა" კინტეროს წელიწადში ხელფასის სახით 120 ათასი ევრო შესთავაზეს, რაც "ბარსელონას" შეთავაზებაზე 10-ჯერ მეტია.

შესაძლოა მსგავსი სცენარით წარიმართოს "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის კიდევ ორი ფეხბურთელის კარიერა: მცველი ჰულიო პლეგესელო "არსენალში გადავა, ხოლო თავდამსხმელი სერხი კანოსი "ლივერპულში" ან "ტოტენჰემი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული