ქპრ-ის ფეხბურთელმა სიტყვა love იარაღებით ამოისვირინგა

AutoSharing Option
დღეისათვის, ევროპაში იშვიათად ნახავთ ფეხბურთელს, რომელსაც სხეულზე ერთი ტატუ მაინც არ აქვს. თუმცა "ქუინზ პარკის" ფორვარდმა ჯეი ბოტროიდმა ყველა გააკვირვა და შოკში ჩააგდო თავისი ახალი ტატუირებით.

მან სიტყვა სიყვარული love იარაღებით დაიხატა სხეულზე! ჯეიმ თავისი ახალი "შემოქმედება" საიტ "ინსტაგრამზე" გამოფინა, მაგრამ ლონდონური კლუბის ფანების რისხვა დაიმსახურა.

"ლონდონში დანებისა და იარაღის სხვა სახეობებიც არის ხომ არ მიგეხატა. შენ გაგნსტერი ხარ თუ ფეხბურთელი", - კითხულობს ერთ-ერთი ფანი,

ჯეი ბოტროიდი, რომელსაც ერთხელ ინგლისის ნაკრებშიც უთამაშია, ახლა იჯარით "შეფილდ უენსდეიში" ირჯება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული