ჰარი რედნაპი: შანსი რომ მქონოდა, "ქუინზ პარკს" გავარდნის საფრთხე არ დაემუქრებოდა

AutoSharing Option
"ქუინზ პარკს" 28 აპრილს აწ უკვე ყოფილ კონკურენტ "რედინგთან" უწევს გასვლაზე დაპირისპირება და "რეინჯერები" ალბათ ამ დღეს საბოლოოდ გაიფორმებენ ჩემპიონშიპში გავარდნას.

ლონდონელთა დამრიგებელი, 66 წლის ჰარი რედნაპი ამტკიცებს, რომ მას გასული წლის ზაფხულზე რომ ჩაებარებინა გუნდი, კატასტროფას თავიდან აიცილებდა. შეუძლებელია, გამოცდილ სპეციალისტს არ დაეთანხმო. რედნაპის დანიშვნამდე 13 ტურში გუნდს მხოლოდ 4 ფრე და 9 წაგება ჰქონდა, მომდევნო 21 შეხვედრაში კი მან ფსიქოლოგიურად განადგურებული ფეხბურთელებით 19 ქულას მოუყარა თავი. აი, რას ამბობს ის:

"შანსი რომ მომცემოდა, გასულ ზაფხულს პირადად მეხელმძღვანელა "ქუინზ
პარკის" სატრანსფერო საქმიანობისთვის, ნამდვილად მოვახერხებდი ისეთი გუნდის აშენებას, რომელსაც გასავარდნად საქმე არ დაუდგებოდა. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დამიჯერეთ, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. ალბათ, შეცდომა იყო ზამთარში პიტერ ოდემვინგეს ტრანსფერზე უარის თქმაც. "ვესტ ბრომვიჩის" თავდამსხმელს შეეძლო, სერიოზული სამსახური გაეწია ჩვენთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბობი ზამორა ჯერ კიდევ არ იყო ფორმაში. ის რამდენიმე გოლით აუცილებლად შეგვეწეოდა და გადამწყვეტ ქულებს მოგვიტანდა
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰარი რედნაპი ფეხბურთელების ხასიათს უჩივის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული