პრემიერლიგა. XXXIV ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" - ჩემპიონები მეოცედ! [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეოცედ მოიპოვა. აქედან 13-ჯერ "ეშმაკებმა" ოქროს მედლები ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით დაიმსახურეს.

ამდენივე ტიტული აქვს უკვე მანკუნიანელთა ლეგენდა რაიან გიგზსაც. საჩემპიონო მატჩები საერთოდ იოლი იშვიათად გამოდის ხოლმე.

ანგარიშის მიუხედავად, იმის თქმაც შეიძლება, რომ სტუმრები მთლად უშანსოდ არ ყოფილან. განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმზე ითქმის.

"იუნაიტედი" მთელი მეორე ტაიმი მხოლოდ ენტონი ტეილორის საფინალო სასტვენს ელოდებოდა. ვილაპარკელებმა კი ამით ისარგებლეს და ბურთზე კონტროლი დააწესეს.

რობინ ვან პერსიზე ბევრს ლაპარაკობდნენ, გოლები ვერ გააქვსო. ჰოლანდიელი გაბრაზდა და პოლ ლამბერტის გუნდს
ერთბაშად 3 გოლი გაუტანა. მისთვის მიმდინარე სეზონში ეს მე-2 ჰეთ თრიქია. პირველად მან მე-3 ტურში "საუთჰემპტონი" არ დაინდო. 2 ბურთი რობინმა მოხუცი გიგზის გადაცემით გაიტანა.

ულამაზესი იყო 2:0-ზე უეინ რუნის 50-მეტრიანი პასიც. ერთი სიტყვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ჩემპიონატის უმთავრეს ინტრიგას წერტილი დაესვა. ჩემპიონი ცნობილია. "იუნაიტედმა" ტიტული სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშით 100%-ით დაიმსახურა. მატჩის უმთავრესმა გმირმა 9-წლიანი პრემიერლიგური კარიერის განმავლობაში ჩემპიონობა პირველად დააგემოვნა.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა 3-0 23042013


პრემიერლიგა. XXXIV ტური
იუნაიტედი-ასტონ ვილა 3:0
გოლები: 1:0 ვან პერსი (2), 2:0 ვან პერსი (13), 3:0 ვან პერსი (33)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, ჯონსი, ევანსი, ევრა - კერიკი, გიგზი, კაგავა, ვალენსია - რუნი (72. უელბეკი), ვან პერსი
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი (80. კ. კლარკი) - ვესტვუდი, დელფი - ნზოგბია (46. ელ აჰმადი), აგბონლაჰორი, ვაიმანი - ბენტეკე
გაფრთხილება: ევრა
კარში დარტყმა: 8-8 (4-4) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 10-6 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 75 591

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXIV ტური: 23 აპრილს "იუნაიტედს" ტიტულის განაღდება შეუძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული