CNN-ის ჟურნალისტი: ჟოზე მოურინიომ რომან აბრამოვიჩთან მოლაპარაკება გამართა

AutoSharing Option
CNN-ის ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იუწყება, რომ 24 აპრილს მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლონდონის "ჩელსის" მფლობელთან, რომან აბრამოვიჩთან მოლაპარაკება გამართა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე პირობა წამოაყენა. ერთ-ერთი პირობაა მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი რადამელ ფალკაოს გადაბირება, რაზეც აბრამოვიჩმა უპასუხა, რომ კლუბი ახლოსაა ტრანსფერის განსახორციელებლად.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ფალკაოს შეძენა "ჩელსის" 46 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

აღსანიშნავია, რომ "რეალის" 15 ფეხბურთელს მოურინიოს კლუბიდან წასვლა სურს.

ასევე იხილეთ:
"ჩელსი": პლუს რადამელ ფალკაო, მინუს ფერნანდო ტორესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული