ბედშავმა მარტინმა მუხლის ჯვარედინი მყესები გასული წლის სექტემბერში გაიწყვიტა. ექიმებმა რამდენჯერმე დათქვეს ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების თარიღი, მაგრამ მკურნალობა პროგნოზის მიხედვით ვერ წარიმართა.
კელიმ მსუბუქი ინდივიდუალური ვარჯიში სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
"მიმდინარე სეზონში მარტინის მოედანზე გაყვანის აზრს ვერ ვხედავ, მანამ ვიდრე ამის უფლებას მივცემთ, ჯობია, ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მას საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის ხარჯზე გარისკვას არ ვაპირებთ,"
აქვე გეტყვით, უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობენ რაჰემ სტერლინგი და ფაბიო ბორინი. ასე რომ, ისინი შეიძლება 27 აპრილს ვიხილოთ "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ შეხვედრაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"