„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ უეინ რუნის აშკარად რაღაც უჭირს, ოღონდ მან არ იცის რაშია საქმე. მოგეხსენებათ, ერთი ხნის წინ რუნი „იუნაიტედის“ დატოვებით იმუქრებოდა, თუმცა, კლუბმა ხელფასი კვირაში 250 ათას ფუნტამდე გაუზარდა და მანაც ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ფერგიუსონმა გადაწყვიტა ფეხბურთელს დასვენებისა და ფიხიკური თუ მორალური პრობლემების მოგვარების საშუალება მისცეს.
„იუნაიტედის“ შოტლანდიელი თავკაცი ამბობს: „ნამდვილად ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია მისი ფორმის გაუარესება. ეს ყველაფერი ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროიდან დაიწყო. არ ვიცი, იმ პერიოდში რომელიმე კლუბები
სერ ალექსს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ყველაფერი მისი საკონტრაქტო საგის ბრალი ხომ არ იყო.
„შესაძლოა ახლო წარსულის ამბები ჯერ კიდევ უტრიალებს გონებაში“ - უპასუხა მწვრთნელმა.
ახლო წარსულში კი, რადენადაც ცნობილია, რუნის „მანჩესტერ სიტი“ უმღვრევდა გონებას. საქმე იქმადე მივიდა, რომ „იუნაიტედის“ ფანებმა ფეხბურთელს მუქარის წერილებიც კი გაუგზავნეს.
ფერგიუსონმა დასძინა: „არავის სიამოვნებს ასეთ ორომტრიალში მოხვედრა. როდესაც რუნიმ დაინახა რა გამოიწვია, დაფიქრდა და „იუნაიტედიდან“ წასვლა გადაიფიქრა”.
სხვათაშორის, სტატისტიკა მეტყველებს, რომ რაც რუნი ისვენებს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ სამი თამასი მოიგო. ფერგიუსონი ამბობს, რომ მისმა ამბავმა დანარჩენი ფეხბურთელები ერთ გუნდად შეკრა.
„ამან ზუსტად ის ეფექტი მოახდინა, რომელიც ასე გვჭირდებოდა. ახლა რუნიც შემოგვიერთდება, თუმცა მანამდე ჯერ სამი კვირააა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"