„ისევე როგორც ყველა „ოლდ ტრეფორდზე“ მომხდარი ამბის შემდეგ თვალებს ვერც მე ვუჯერებდი, - წერს პოლი. - ეს პრემიერლიგის ისტორიაში ერთერთი ყველაზე უცნაური გოლი იყო. ჩემი
ქვემოთ ეპიზოდის გრემ პოლისეულ ანალიზს გთავაზობთ:
1. უცნაური ამბების ჯაჭვში პირველი ის ეპიზოდი იყო, როდესაც ნანი „ტოტენჰემის“ საჯარიმოში პენალტს ითხოვდა. ეს მომენტი ყველამ კარგად დაინახა, მათ რიცხვში „სფურზის“ მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა. კერძოდ, როდესაც ნანი ლონდონელი მცველის იონ ქაბულის ჩამოტოვებას ლამობდა, შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ქაბულმა მას უბიძგა. ნანი, როგორც შემტევი ფეხბურთელების წესია, მეტისმეტად იოლად წაიქცა. კლეტენბერგმა ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა და ამიტომაც გასაგებ ჟესტს მიმართა – აჩვენა პენალტს არ ვნიშნავო და ხელები ზურგსუკან შემოიწყო.
ამ ეპიზოდში არბიტრი მართალი იყო, რადგან ქაბულმა ნანის ძალიან უმნიშვნელოდ უბიძგა და პენალტი რომ დაენიშნა, შეიძლება წესების წინაშე მართალი ყოფილიყო, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთი დარღვევის გამო არავინ უსტვენს.
2. შემდეგი მომენტი, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, გახლავთ ის, როდესაც, „სფურზის“ სასარგებლოდ ჯარიმის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ არ დაინიშნა. დავაზუსტოთ: თუ დაკვირვებიხართ, ფეხბურთელები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ წააქციეს, მოედანზე გაგორებულები ბურთს ჩაბღუჯავენ ან უბრალოდ ხელს გაკრავენ ხოლმე. ამით მსაჯზე ზემოქმედებენ, მეტი რაღა გინდა, რატომ არ უსტვენო. ნანიმაც ზუსტად ეს გააკეთა, მაგრამ კლატენბერგმა არ დაუსტვინა, რადგან დიდი შანსია მისი პოზიციიდან ეს არ გამოჩენილიყო. თუმცა, ასე მოხდა თუ ისე, „ტოტენჰემის“ მეკარეს ეურელიო გომეშს ის არ უნდა გაეკეთებინა რაც გააკეთა. მას ბურთი ხელში საერთოდ არ უნდა აეღო, რადგან ასეთ დროს – როდესაც პენალტს არ ნიშნავს - მსაჯს შეიძლება თამაშის გაგრძელება ერჩივნოს.
3. თუ გომეშს ეგონა, რომ მსაჯმა ნანი ხელით თამაშისთვის დააჯარიმა და თავისუფალი აქვს შესასრულებელი, რატომ წავიდა ბურთის თამაშში შესატანად წინ თითქმის მთელი 10 მეტრით? გაჩერებულიყო ადგილზე და დალოდებოდა მსაჯის სასტვენს.
დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კლეტენბერგს არც დაუსტვენია და ფეხბურთელებისთვის არც არაფერი უნიშნებია, მაგრამ თუ გომეშს მაინც ჯარიმა ეგონა, ბურთი ხაზგასმით იმ ადგილას უნდა დაედო, სადაც ნანიმ მას ხელი მოკიდა და მაშინ მანჩესტერელი რომც წამომხტარიყო და კარში შეეგდო, კლეტენბერგი გოლს არ ჩათვლიდა.
4. იმ შემთხვევაში თუ კლეტენბერგი ეპიზოდის ჩამთავრებას ელოდებოდა და ამის მიხედვით აპირებდა ხელით თამაშისთვის ნანის დაჯარიმებას ან არ-დაჯარიმებას, მაშინ, როგორც კი გომეშმა ბურთი შეიპყრო ეპიზოდი დასრულებულად უნდა ჩათვლილიყო. შესაბამისად, ხელით თამაშს აღარავინ „გაიხსენებდა“.
5. ყველა მაღალი კლასის მსაჯი ვალდებულია „ნებისმიერ ფასად გამარჯვების“ მენტალიტეტს ებრძოლოს. დღეს, როდესაც ფეხბურთელები სიმულიანტობენ და ვითომ ტკივილისგან იგრიხებიან, რაინდულ სულისკვეთებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ნანიმ კარგად იცოდა, რომ გომეშმა ბურთი ჯარიმის დასარტყმელად დადო და ამიტომ შეყოვნდა, თუმცა ის რაც მან გააკეთა წესის დარღვევა არ იყო.
6. კლეტენბერგი თანამსაჯთან სათათბიროდ რომ მივიდა, ეპიზოდი იქ უნდა გარკვეულიყო. ასისტენტმა საიმონ ბეკმა კარგად იცოდა, რომ გავიდა გოლი, რომელიც ყველას უსიამოვნო და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას დაუტოვებდა. შესაბამისად, როგორც კაცს, რომელსაც ნანის მიერ ბურთისთვის ხელის მიკარება ნანახი ჰქონდა, კლეტენბერგისთვის მდგომარეობიდან გამოსვლის და გოლის გაუქმების შანსი უნდა მიეცა.
7. „სფურზის“ ფეხბურთელების პროტესტი გასაგები იყო. კლეტენბერგი, წესებს მშრალად თუ მივყვებით, არ შემცდარა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება იმდენად არაბუნებრივი გახლდათ, რომ პროტესტს აუცილებლად გამოიწვევდა. ერთი სიტყვით, იმ მომენტს ორი დასრულება შეიძლებოდა ჰქონოდა - გოლის ჩათლვა და ხელით თამაშისთვის ჯარიმის დანიშვნა. პირადად მე ჯარიმას დავნიშნავდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"