ლუის სუარესმა შესაძლოა "ლივერპული" დატოვოს

AutoSharing Option
"გარდიანის" მტკიცებით, მას მერე, რაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ბრანისლავ ივანოვიჩის კბენის გამო ლუის სუარესს 10-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცა, 26 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგიდან წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა.

გამოცემის მტკიცებით, მისით მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა, რომელიც რადამელ ფალკაოს შემცვლელს ეძებს.

ასოციაციის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება "ლივერპული". კლუბი კომისიისგან წერილობით ახსნა-განმარტებას ელოდება, არასპორტული თავდასხმისთვის სტანდარტულად განსაზღვრული სამი მატჩიდან რატომ ავიდა სანქცია ათ თამაშამდე.

მერსისაიდელებს 26 აპრილის შუადღემდე დრო ჯერ კიდევ აქვთ განაჩენის სააპელაციო წესით შესაცვლელად, მაგრამ აპელაციისას არც ის არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელის მდგომარეობა კიდევ უფრო
დამძიმდეს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ურუგვაელი პრემიერლიგას დატოვებს, ინგლისური მხარე იმ ქვეყანას, სადაც ის კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს, დაჟინებით მოსთხოვს ფეხბურთელზე სანქციის გავრცელებას.

ანალოგიური თხოვნა 2012 წლის ზაფხულში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა. ინგლისში 10 მატჩით დასჯილ ჯოი ბარტონზე დისკვალიფიკაცია ამ ქვეყანაშიც გავრცელდა.

"ლივერპულმა" ოფიციალურად უარყო, რომ ლუისის სასჯელი გუნდში მის მომავალზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ კლუბი ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება.

გააჩნია, თავად თუ მოინდომებს დარჩენას ქვეყანაში, სადაც მას მეორედ დააკისრეს უმძიმესი სასჯელი.

სუარესის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ფეხბურთელის აგენტი პერე გვარდიოლა (პეპე გვარდიოლას ძმა) ამ დღეებში ლივერპულს ესტუმრება, სადაც ბრენდან როჯერსთან და იან ეირთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს.

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი კბენისთვის 10 თამაშს გამოტოვებს
ლუის სუარესი იკბინება და ბოდიშს იხდის
ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა [VIDEO]

პეპე რეინა: ასოციაცია სუარესის მიმართ განსაკუთრებულად უარყოფითადაა განწყობილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული