ინგლისის პრემიერლიგას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

AutoSharing Option
SKY SPORTS-ის ცნობით, 26 აპრილს პრემიერლიგის კლუბებმა დახურული კენჭისყრით პროფესიული ფეხბურთის ლიგის ახალ ხელმძღვანელად 57 წლის ენტონი ფრაი აირჩიეს.

ის მოვალეობების შესრულებას 1 ივნისიდან შეუდგება და პოსტზე დეივ რიჩარდსს ჩაანაცვლებს. სამადლობელ სიტყვაში ფრაიმ აღნიშნა, რომ ის არ გადაუხვევს წინამორბედის კურსს, რადგან მიაჩნია, რომ მან ინგლისის ჩემპიონატს როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული წარმატება მოუტანა.

ენტონი ფრაი აქამდე ტელეკომპანია BBC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
გვერდი მოამზადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული