პრემიერლიგა. XXXV ტური: ლონდონელთა ღირსეული დახვედრა [VIDEO]

AutoSharing Option
ტური ექს-ჩემპიონმა გახსნა. მასპინძლებმა ლონდონელებთან თამაშში თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და რომ არა უიღბლობა და იუსი იასკელაინენი, ანგარიში პირველივე ტაიმში გამანადგურებელი გახდებოდა.

პირველი მომენტი კარლოს ტევესმა შექმნა. ის საჯარიმოს გარედან ძლიერად ურტყამდა, მაგრამ ფინელი გოლკიპერი ბურთს ადგილზე დახვდა.

შემდეგ სერხიო აგუეროს მართებდა გატანა, მაგრამ კევინ ნოლანისგან რიკოშეტის გამო ბურთს ფეხი უხერხულად მისცხო და შტანგას მოარტყა.

28-ე წუთზე "ჩაქუჩების" დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა. "სიტიმ" საჯარიმოში მოკლე პასებით უმარტივესი კომბინაცია გაათამაშა, რომელიც ახლოდან აგუერომ დააგვირგვინა.

"ვესტ ჰემმა" მეტოქეს პირველი ტაიმის მიწურულსა და
მეორის საწყის წუთებზე საკუთარი შეტევებით უპასუხა. სტუმარს გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ მეტ ჯარვისმა პაბლო საბალეტას გაარტყა ბურთი, დამატებაზე კი ჯეიმს კოლინსმა ვერ ივარგა.

ამის შემდეგ მასპინძელმა თამაში დახურა და კონტრშეტევებზე ეძებდა საკუთარ შანსებს. 83-ე წუთზე იაია ტურემ საჯარიმოს გარედან იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ მეკარეს რეაქციაც კი არ ჰქონია.

თამაშს წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ენდი კეროლმა ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით დაუსვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზედიზედ მეოცედ
ტურის წინა მიმოხილვაში უკვე ვწერდით, რომ "ფულჰემისთვის" "გუდისონ პარკი" დაწყევლილი ადგილია (ზედიზედ მეოცედ დამარცხდა, ქულა კი უკანასკნელად 1959/60 წლების სეზონში მოიპოვა). ესეც რომ არა, მარტინ იოლის გუნდი საშინელ ფორმაშია, ჩემპიონატში ბოლო 5-დან 4 თამაში წააგო და თანაც ყველა მშრალი ანგარიშით.

1:0 შეიძლება ყურს არ ჭრის, მაგრამ მასპინძელს უფრო სოლიდური სხვაობით უნდა მოეგო. მომენტებს დროდადრო სტუმრებიც ქმნიდნენ, მას მერეც კი, როდესაც დიმიტარ ბერბატოვმა ტრავმა მიიღო. დევიდ მოიესმა ამ გამარჯვებით მომდევნო სეზონში ევროპალიგაზე თამაში, პრაქტიკულად, გაინაღდა.

უადგილო ოპტიმიზმი

მაურისიო პოჩეტინიო უქმეებამდე აცხადებდა, რომ მის შეგირდებს სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის შეეძლოთ ბრძოლა.

"ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში გამოჩნდა, რამდენად ნაადრევი იყო არგენტინელის განცხადებები. "სენტ მერიზე" მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ წითელი ბარათი სამმა ფეხბურთელმა მიიღო.

რობერტ მედლიმ (მე-2 თამაში პრემიერლიგაში) სამივე შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო: გასტონ რამირესი შეინ ლონგისთვის სახეში ხელის ჩარტყმისთვის, მარკ ანდრე ფორჩუნი იმავე ეპიზოდში რამირესისთვის ხელის კვრისთვის, დენი ფოქსი კი სტივე რიდის წინააღმდეგ გაშლილი ფეხებით ბრძოლის გამო.

ნაბიჯი უკან
"უიგანი"-"ტოტენჰემი" შაბათის მატჩებიდან ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევდა. "ათლეტებს" ელიტაში ადგილის შენარჩუნება სწყურიათ, "დეზებს" ჩემპიონთა ლიგაში ფანჯრის გაჭრა. ანდრე ვილაშ ბოაშს ნამდვილად შეუძლია მსაჯის გარჯაზე აპელირება.

მარტინ ატკინსონმა მასპინძელი გუნდი აშკარად დაინდო, როცა ხორდი გომესს პირდაპირ წითელი ბარათი არ უჩვენა.

ესპანელმა ლუის ჰოლტბის მეორე ტაიმში კინაღამ თავი წააცალა, როცა გაშლილი ფეხი პირდაპირ სახეში ჩასცხო. ნამდვილი სასწაულია, რომ გერმანელს არაფერი დაშავებია. უცნაური ამ შეხვედრაში კიდევ ბევრი რამე იყო.

მაგალითად, მარტინ ფიგეროასა და ხოელ რობლესის მოქმედებები პირველი გოლისას. მცველმა ბურთი რატომღაც მეკარეს დაუბრუნა, უკანასკნელმა კი უზარმაზარ სივრცეში ბურთი მაინცდამაინც გარეთ ბეილის გაშლილ ფეხს მოარტყა.

უელსელმა კარიერაში ყველაზე კურიოზული ბურთი გაიტანა. თავი გამოიჩინა ემერსონ ბოისმაც, ვინც ჯერ უგო ლორისს გაუტანა (კუთხურის შემდეგ), ბოლოს კი საკუთარი კარი დალაშქრა. ამათ შორის ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე კალუმ მაკმანამანმაც ჩაიწერა.

როჯერსის მეცხრე ვარსკვლავი
უბრალოდ, გვიკვირს (და არა მარტო ჩვენ), როგორ ახერხებს "ლივერპული" საკმაოდ ხშირად უფერულად თამაშს, როცა რეალურად ყველაზე ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლის პოტენციალი აქვს. ბრენდან როჯერსის გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-9 თამაში მოიგო 3 და მეტი ბურთის სხვაობით.

"ნიუკასლთან" თამაშის შემდეგ "წითლების" თავდასხმას საუკეთესო შედეგი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ.

ნახევრად ხუმრობით, მაგრამ კარგი იქნება, თუკი მერსისაიდელები ამდენ გოლს თანაბრად გადაანაწილებენ სხვა თამაშებზეც. 6:0-ის შემდეგ თამაშის დეტალებზე წერას არ ვაპირებთ.

მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის შემდეგ "ლივერპულმა" მთელი დანარჩენი პრემიერლიგის ჯავრი ბედშავ "კაჭკაჭებზე" იყარა.

ურუგვაელი იდეალურად შეცვალა დენიელ სტარიჯმა, ვინც დუბლის გარდა, საგოლე გადაცემაც მიითვალა. მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა მრავალტანჯულმა ფაბიო ბორინიმ, ვინც მოედანს 100-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მპარდი 201
"ჩელსი" 90 წუთის განმავლობაში ფლობდა ინიციატივას. "სუონსი" პეტრ ჩეხის კარს ბურთიანად იშვიათად თუ აღწევდა.

განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო "ჩელსის" უპირატესობა პირველ 45 წუთში. ტრავმირებული რამირესის ნაცვლად მოედანზე ფრენკ ლემპარდი 24-ე წუთზევე შევიდა. თამაშის ბედი სწორედ მან გადაწყვიტა.

ჯერ იყო და ოსკარს საგოლე გადაცემა გადააწოდა, ტაიმის ბოლოს კი პენალტი გაიტანა, რაც მისთვის 201-ეა "ჩელსის" რიგებში. ვეტერანს 2 გოლი კიდევ სჭირდება, რათა ლონდონელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. თუმცა მას ამისთვის სულ რაღაც 3 თამაში აქვს დარჩენილი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტური "ემირიტსზე" დაიხურა. მასპინძელმა ჩემპიონ "იუნაიტედს" საკადრისი პატივი მიაგო და მოედანზე გასული "ეშმაკები" საპატიო დერეფანში გაატარა. თუმცა მოწიწება თამაშის დაწყებისთანავე გაქრა.

"მეთოფეთა" პირველივე შეტევა შედეგიანად დამთავრდა. ტომაშ როსიცკის პასით თამაშგარეში მყოფი თეო უოლკოტი (ფილ დაუდი აშკარად შეცდა) მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. მთელი დარჩენილი შეხვედრა თამაშს "იუნაიტედი" აკონტროლებდა.

რომ არა ვოიცეხ შჩესნის თავგანწირვა, სტუმრები ერთ გოლს ნამდვილად არ დასჯერდებოდნენ. "არსენალი" ბაკარი სანიამ დაღუპა.

30 წლის ფრანგმა ჯერ უმისამართო პასი გააკეთა, რომელიც ვან პერსის მიუვიდა, შემდეგ კი ჰოლანდიელს დაეწია და მაინცდამაინც საჯარიმოში მოცელა. პენალტი დაზარალებულმა გაიტანა და რასაკვირველია, არ უზეიმია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

BBC-ის ვებგვერდზე თამაშის დასრულებისთანავე გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვან პერსი "არსენალის" თანამშრომლებთან მისალმების შემდეგ ლონდონელთა გასახდელში აპირებდა შესვლას, მაგრამ შეცდომას იმ წამსვე მიხვდა.

პრემიერლიგა. XXXV ტური
სიტი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 აგუერო (28), 2:0 ი. ტურე (83), 2:1 კეროლი (90)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ლესკოტი, კომპანი, კლიში - ბარი, ი. ტურე - ნასრი (87. კ. ტურე), დ. სილვა (78. მილნერი), ტევესი (83. ხ. გარსია) - აგუერო
ვესტ ჰემი (4-1-4-1): იასკელაინენი - დემელი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი (81. კ. კოული) - ონილი - ნოლანი (80. მ. ტეილორი), დიამე, ვას ტე (66. კოლისონი), ჯარვისი - კეროლი
გაფრთხილება: საბალეტა - კეროლი, კოლისონი, ობრაიენი
კარში დარტყმა: 13-6 (8-3) კუთხური: 9-4 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 9-7 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 47 189

ევერტონი-ფულჰემი 1:0
გოლი: 1:0 პიენაარი (16)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ფელაინი, ოსმანი, პიენაარი, მირალიაში - ანიჩებე, იელავიჩი (67. ბერკლი)
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - მანოლევი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიჩარდსონი (56. დაფი) - კარაგუნისი (78. როდალიეგა), ენო, ემანუელსონი, კაჩანიკლიჩი - რუისი - ბერბატოვი (30. პეტრიჩი)
გაფრთხილება: ოსმანი - ენო, ემანუელსონი, მანოლევი
კარში დარტყმა: 18-6 (8-4) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 4-4 ჯარიმა: 12-16 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 34 563

საუთჰემპ.-ვესტ ბრომვიჩი 0:3
გოლები: 0:1 ფორჩუნი (6), 0:2 ლუკაკუ (67), 0:3 ლონგი (77)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, ფოქსი - კორკი (46. რამირესი), შნაიდერლინი - ლალანა (69. მაუკა), ს. დევისი, როდრიგესი - ლამბერტი (86. ფონტე)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - რიდი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - იაკობი, დორანსი - მორისონი (79. ბ. ჯონსი), ფორჩუნი, ლონგი (88. როსენბერგი) - ლუკაკუ (85. ტომასი)
გაფრთხილება: ჰოიველდი, ფოქსი - იაკობი, რიჯუელი
გაძევება: რამირესი (71), ფოქსი (81) - ფორჩუნი (71)
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 31 946

სტოკ სიტი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ადამი (46)
სტოკ სიტი (4-5-1): ბეგოვიჩი - შოტონი, შოუკროსი, ჰუთი, უილკინსონი (62. კემერონი) - ადამი, უელანი (65. უაიტჰედი), ნზონზი, ჯერომი (79. ეთერინგტონი), უოლტერსი - კრაუჩი
ნორვიჩი (4-4-2): ბენი - მარტინი, რ. ბენეტი, ბასონგი (86. პიკლინგტონი), უაიტეკერი - ჰოუსონი, ბ. ჯონსონი, ტეტი (68. ჰულაჰანი), სნოდგრასი (79. ე. ბენეტი) - კამარა, ჰოლტი
გაფრთხილება: ნზონი, ჯერომი, კრაუჩი, უოლტერსი - ჰოლტი, ბ. ჯონსონი
კარში დარტყმა: 16-5 (4-0) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 27 488

უიგანი-ტოტენჰემი 2:2
გოლები: 0:1 ბეილი (9), 1:1 ბოისი (11), 2:1 მაკმანამანი (49), 2:2 ბოისი (89-ს.კ-ში)
უიგანი (3-4-3): რობლესი - ფიგეროა (35. სტამი), შარნერი, ბოისი - მაკარტური, მაკარტი, ბოსეჟური, გომესი (79. ესპინოსა) - მელონი, კონე, მაკმანამანი (63. დი სანტო)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნაუტონი (64. ასუ-ეკოტო) - ჰადლსტოუნი, პარკერი (74. ლენონი) - დემბელე (41. ჰოლტბი), დემპსი, ბეილი - დეფო
გაფრთხილება: გომესი, დი სანტო, შარნერი - დოუსონი
კარში დარტყმა: 6-11 (4-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 2-5 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 22 326

ნიუკასლი-ლივერპული 0:6
გოლები: 0:1 აგერი (3), 0:2 ჰენდერსონი (17), 0:3 სტარიჯი (54), 0:4 სტარიჯი (60), 0:5 ბორინი (74), 0:6 ჰენდერსონი (76)
ნიუკასლი (4-5-1): ელიოტი - დებუში, ს. ტეილორი, იანგა-მბივა, აიდარა - კაბაი, ტიოტე (65. ანიტა), სისოკო, ხონასი (46. გუფრანი), პერჩი (46. ბენ არფა) - სისე
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - გ. ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე - ჯერარდი (72. ბორინი), ლუკასი - დაუნინგი, ჰენდერსონი, კოუტინიო (84. სუსო) - სტარიჯი (85. შელვი)
გაფრთხილება: დებუში, ხონასი, ს. ტეილორი - სტარიჯი, გ. ჯონსონი
გაძევება: დებუში (75) -
კარში დარტყმა: 5-11 (1-10) კუთხური: 5-7 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 12-5 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 52 351

რედინგი-ქუინზ პარკი 0:0
რედინგი (4-2-3-1): მაკარტი - განტერი, მარიაპა, მორისონი, კელი (76. ჰარტი) - გატრი, კარაჯანი - მაკანუფი, მაკლირი (65. ლე ფონდრე), ბლექმენი (56. რობსონ-კანუ) - პოგრებნიაკი
ქუინზ პარკი (4-4-2): გრინი - ბოსინგვა (73. ფაბიო), ჰილი, ონუოჰა, ტრაორე - გრანერო, მბია (89. მაკი), ჯენასი, ტაარაბტი (68. ჰოილეტი) - რემი, ბოთროიდი
გაფრთხილება: - გრანერო, ფაბიო
კარში დარტყმა: 11-13 (4-4) კუთხური: 7-9 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 12-16 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 23 388

ჩელსი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 ოსკარი (44), 2:0 ლამპარდი (45+1-პენ)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, კოული - რამირესი (24. ლამპარდი), დ. ლუისი - აზარი, მატა, ოსკარი - ბა
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი (82. ნ. ტეილორი) - ბრიტონი (70. შეხტერი), კი - რუტლეჯი (66. დაიერი), დე გუზმანი, ერნანდესი - მიჩუ
გაფრთხილება: ასპილიკუეტა - უილიამსი, ბრიტონი, ბ. დევისი
კარში დარტყმა: 14-6 (8-3) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 9-9 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 41 780

არსენალი-იუნაიტედი 1:1
გოლები: 1:0 უოლკოტი (2), 1:1 ვან პერსი (44-პენ)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, მერტეზაკერი, გიბსი - არტეტა, რემსი (78. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - კასორლა, როსიცკი (62. უილშირი), უოლკოტი - პოდოლსკი (71. ჟერვინიო)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი (73. ანდერსონი), გერდინანდი, ევანსი, ევრა - კერიკი, ფ. ჯონსი - ვალენსია, რუნი (88. ერნანდესი), ნანი (82. გიგზი) - ვან პერსი
გაფრთხილება: უოლკოტი, სანია, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - ჯონსი, რაფაელი, ვან პერსი, ევანსი, ვალენსია
კარში დარტყმა: 11-9 (6-4) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 10-11 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 60 112

29 აპრილი
ასტონ ვილა-სანდერლენდი 23:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 35 27 4 4 79-36 85
2. სიტი 34 21 8 5 61-31 71
3. ჩელსი 34 19 8 7 68-35 65
4. არსენალი 35 18 10 7 66-36 64
5. ტოტენჰემი 34 18 8 8 60-43 62
6. ევერტონი 35 15 14 6 52:38 59
7. ლივერპული 35 14 12 9 67-42 54
8. ვესტ ბრომვიჩი 34 14 6 14 46-44 48
9. სუონსი 34 10 12 12 43-44 42
10. ვესტ ჰემი 35 11 9 15 41-49 42
11. ფულჰემი 35 10 10 15 44-53 40
12. სტოკი 35 9 13 13 31:41 40
13. საუთჰემპტონი 35 9 12 14 47-57 39
14. ნორვიჩი 35 8 14 13 33-54 38
15. სანდერლენდი 34 9 10 15 38-45 37
16. ნიუკასლი 35 10 7 18 43-66 37
17. ასტონ ვილა 34 8 10 16 36-63 34
18. უიგანი 34 8 8 18 39-62 32
19. ქუინზ პარკი 35 4 13 18 29-56 25
20. რედინგი 35 5 10 20 37-65 25

ბომბარდირები: 24 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 18 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 17 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

მომდევნო ტური
4 მაისი: ფულჰემი-რედინგი, ნორვიჩი-ასტონ ვილა, სუონსი-მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-უიგანი, ვესტ ჰემი-ნიუკასლი, ქუინზ პარკი-არსენალი
5 მაისი: ლივერპული-ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი
6 მაისი: სანდერლენდი-სტოკ სიტი

გადადებული თამაშები
7 მაისი
უიგანი-სუონსი
სიტი-ვესტ ბრომვიჩი

8 მაისი
ჩელსი-ტოტენჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"დევიდ მოიესმა ამ გამარჯვებით მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაში პრაქტიკულად გაინაღდა."
ყოჩაღ, ავტორ, ყოჩაღ! მხოლოდ მე-5ადგილი გადის ევროპალიგაზე და როგორ გაინაღდა ევერტონმა ხომ ვერ მეტყვი? და "სუონსი" და "უიგანი" გადიან კიდევ თასებიდან
შაკო
14:05 29-04-2013
0

სიახლეები პოპულარული