ბრანისლავ ივანოვიჩი: "ჩელსის" ფეხბურთელებს ჟოზე მოურინიოს დაბრუნება ძალიან გვინდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" სერბი მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი ამბობს, რომ კლუბში მოუთმენლად ელიან ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას.

"ჩელსის" ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის დაუბრუნდება კლუბს ჟოზე მოურინიო. ისინი ძალიან გახარებულნი არიან. ჩვენ ამას გადაწყვეტილად ჯერ არავინ გვეუბნება. არ ვიცით ზუსტად, მართლა მოდის მოუ "სტემფორდ ბრიჯზე" თუ ეს მხოლოდ ჭორია, მაგრამ ყველას უნდა, რომ ეს მართლა მოხდეს. ჟოზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია", - განაცხადა ივანოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ და ესპანურ პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ჟოზე მოურინიო სეზონის
შემდეგ ლონდონის "ჩელსის" დაუბრუნდება. სეზონის შემდეგ რაფაელ ბენიტესი "ჩელსიდან" მიდის.

ასევე იხილეთ:
"ჩელსის" ფანებმა "უემბლიზე" ჟოზე მოურინიოს მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული