ამან კიდევ უფრო გააძლიერა ხმები "რეალის" ყოფილი თავკაცის "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მანუელ პელეგრინის კანდიდატურა "სიტის" სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა შეარჩია. ის უკვე ორჯერ შეხვდა ჩილელის აგენტ ხესუს მარტინესს.
თუმცა "მალაგას" ხელმძღვანელობა ისევ ამტკიცებს, რომ მწვრთნელი ანდალუსიაში კმაყოფილია და გაისადაც (კონტრაქტის მიხედვით) "მალაგას" უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ "მალაგა" ფინანსური დარღვევებისთვის ევროთასებიდან მოკვეთილია, რაც პელეგრინის წასვლისთვის კიდევ ერთი მოტივაციაა.
ასევე იხილეთ: