"ტოტენჰემის" იდეა და "ზენიტის" არჩევანი

AutoSharing Option
"ლონდონ ივნინგ სტანდარდის" ინფორმაციით, "ტოტენჰემს" პეტერბურგის "ზენიტისგან" ბრაზილიელი ჰალკის შეძენა აქვს განზრახული და მზადაა, გარიგებაში ემანუელ ადებაიორიც ჩართოს.

26 წლის ბრაზილიელი შემტევის შეძენა ანდრე ვილაშ ბოაშის იდეაა, ვისაც სამხრეთამერიკელთან ერთად "პორტუში" უმუშავია. წყარო არაფერს წერს იმაზე, ფულად რამდენის გადახდას არიან ყაბულს ჩრდილოლონდონელები.

ჩვენს ინგლისელ კოლეგებს გაახსენდათ ისიც, რომ 2011 წლის ზაფხულში ვილაშ ბოაში "ჩელსიში" დანიშვნის შემდეგაც ითხოვდა ჰალკის ტრანსფერს, მაგრამ მაშინ ეს "ყოვლისშემძლე" რომან აბრამოვიჩმაც კი ვერ მოახერხა. ბრაზილიელი თავდამსხმელი მაშინ ბევრად უფრო ძვირად ფასობდა.

2012 წლის სექტემბერში "ზენიტში" გადასვლის
შემდეგ კი მისი "აქციების" ფასი სერიოზულად დაეცა, რადგან ჰალკი რუსეთის პრემიერლიგაში ერთ რიგით ფეხბურთელად გადაიქცა. 26 თამაშში მან სულ 8 ბურთი გაიტანა. სწორედ ამიტომ "ზენიტში" სერიოზულად ფიქრობენ მასთან გამოთხოვებაზე.

"დეილი მეილის" ცნობით, ლუჩანო სპალეტიმ ჰალკის შემცვლელად შესაძლოა არა ემანუელ ადებაიორი, არამედ დიმიტარ ბერბატოვი მოისურვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰალკი - სუპერგმირი ბრაზილიიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული