პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი აპრილში ვან პერსია, მწვრთნელი კი - ბენიტესი

AutoSharing Option
პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი აპრილში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი რობინ ვან პერსი გახდა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

საუკეთესო მწვრთნელი კი ლონდონის "ჩელსის" თავკაცი რაფაელ ბენიტესია.

ბენიტესის ხელმძღვანელობით "ჩელსიმ" აპრილში "სანდერლენდს" (2:1), "ფულჰემს" (3:0) და "სუონსის" (2:0) მოუგო, ხოლო "ლივერპულთან" (2:2) ფრედ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ რობინ ვან პერსი ასევე საუკეთესო ფეხბურთელი დეკემბერში გახდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული