ფერგიუსონისთვის ჩემპიონთა ლიგა მუნდიალს სჯობს

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონმა მსოფლიოს ჩემპიონატებს შეუტია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა თქვა, რომ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების თვალსაზრისით მუნდიალზე გამგზავრება იგივეა, რაც კბილის ექიმთან მისვლა. შეგახსენებთ, რომ თავად ფერგიუსონი მსოფლიოს ჩემპიონატში 1986 წელს მონაწილეობდა – შოტლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში.

დღეს სერ ალექსი დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგ შეჯიბრებად ჩემპიონთა ლიგას მიიჩნევს და მასზე ისეა შეყვარებული, რომ ბოლომდე იმ აზრსაც კი არ იზიარებს, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ცოტა მოსაწყენია.

„ეს იგივეა, პრემიერლიგაში „არსენალისა“ და რომელიმე სუსტი გუნდის შეხვედრა „არსენალის“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაშს რომ
შეადარო. რასაკვირველია, მეორეზე გაცილებით მეტი ხალხი მივა, ვიდრე პირველზე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა ყველაზე საინტერესო შეჯიბრებაა. ის მსოფლიოს ჩემპიონატს გაცილებით მეტი რამით სჯობს.

აბა, მსოფლიოს ბოლო ექვსი ჩემპიონატი გაიხსენეთ. იგივე იყო, რაც კბილის ექიმთან სიარული. ჩემპიონთა ლიგაში კი რამდენიმე დიდებული თამაში ყოველთვის არის. ჯგუფურ ეტაპს რა ვუყოთ, ის უნდა გაიარო უფრო საინტერესო ეტაპზე რომ გადახვიდე”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული