ადვილი მისახვედრია, რომ ამ თემებზე ბენიტესთან ინგლისელმა ჟურნალისტებმა ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ილაპარაკეს – მისი „ინტერი“ „უაით ჰართ ლეინზე“ „ტოტენჰემს“ შეხვდა და ეს ესპანელის პირველი „საფეხბურთო“ დაბრუნება გახლდათ ინგლისში. შეგახსენებთ, რომ ბენიტესი მაისში „ლივერპულის“ თავკაცობიდან გაუშვეს. მან თქვა:
„ვგრძნობ, რომ მისტერ ჰოჯსონი
საინტერესოა, რომ ბენიტესმა „ლივერპულზე“ ლაპარაკისას ხატოვან-დამაბნეველი გამოთქმა პირველად სულაც არ იხმარა. „ინტერის“ თავკაცმა „ტოტენჰემთან“ პირველი, მილანური შეხვედრის წინ თქვა ბოთლში რომ თეთრი სითხეა რძე უნდა იყოსო. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ „ლივერპულში“ მიმდინარე ამბები ძალიან კარგად ჩანს და ყველამ იცის თუ ვინ არის დამნაშავე.
საერთოდ კი, ისე ჩანს, რომ ჰოჯსონსა და ბენიტესს ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ. ამის დასტურად „ლივერპულის“ ახლანდელი თავკაცის ის ნათქვამი შეგვიძლია მოვიტანოთ, სადაც მან განაცხადა, ჩემს წინამორბედს გუნდში უამრავი უსარგებლო და გამოუსადეგარი
ფეხბურთელი ჰყავდა შეკრებილიო. ბენიტესმა არც ეს დატოვა უპასუხოდ:
„ჰოჯსონმა ცხრა ახალი ფეხბურთელი იყიდა. მე გუნდი რომ დავტოვე, მასში 300 მილიონი ფუნტის ღირებულების ფეხბურთელები თამაშობდნენ, ასე რომ მას უჯობს ფეხბურთელების ხარისხი კი არ დაიწუნოს, იმუშაოს, რათა მათ მოედანზე შედეგს მიაღწიონ. ახალ მოთამაშეებს გონს მოსვლასა და გუნდთან შერწყმაში სჭირდებათ დახმარება. მათ შედეგი უნდა აჩვენონ და როგორც კლუბისთვის ასევე ფანებისტვის ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"