"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს 48 საათში გაცხადდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა, რომელიც 71 წლის შოტლანდიელი სპეციალისტის, სერ ალექს ფერგიუსონის ადგილს დაიკავებს, უახლოეს 48 საათში გაცხადდება.

ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" თავკაცის პოსტზე მთავარი კანდიდატი "ევერტონის" მწვრთნელი დევიდ მოიესია.

მოიესის კონტრაქტი კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედებს. ის "ევერტონს" 2002 წლიდან ხელმძღვანელობს.

ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი: ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა ახლა შესაფერისი მომენტია
ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოღონდ ის დამპალი მოურინიო არა...
თემური
18:00 08-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული