უეინ რუნის "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, უეინ რუნის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის გამოცვლა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, რუნიმ რამდენიმე კვირის წინ ფერგიუსონთან საუბარში თქვა, რომ კლუბიდან წასვლა სურს.

ამის მიზეზი კი რუნის სხვა პოზიციაზე გადასვლა და რობინ ვან პერსის კარგი თამაშია, რომელიც "წითელი ეშმაკების" ნომერ პირველი ფორვარდი გახდა და ასევე, ის ფაქტი, რომ ფერგიუსონი კარიერას ასრულებს.

ფერგიუსონს კი, სავარაუდოდ, დევიდ მოიესი შეცვლის, რომელიც რუნის მწვრთნელი "ევერტონში" თამაშის დროს იყო. ყოველ შემთხვევაში, კლუბს
რუნის გაყიდვა არ უნდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია აქვს.

რაც შეეხება მოიესს, "ევერტონის" მფლობელმა დაადასტურა, რომ 8 მაისს მოიესს შეხვდა, თუმცა რაიმე საკითხზე შეთანხმება არ მომხდარა.

"არაფერი ვიცი იმის შესახებ,
გარიგება დადებულია თუ არა. დევიდს შევხვდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მე ასე ვფიქრობ.

მწვრთნელს კონტრაქტის ვადა 6 კვირაში ეწურება და მას უფლება აქვს, თავისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს. ის კარგად ემსახურა ჩვენს კლუბს",
- თქვა კენრაიტმა.

ასევე იხილეთ:
ინგლისში ამტკიცებენ, რომ უეინ რუნი მიუნხენის "ბაიერნში" მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული