თამაშის მეორე დღეს მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმებს მიაკითხა. მწვავე ლეიკემიის საგანგაშო დიაგნოზი მალე დადასტურდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ფეხბურთელმა 9 მაისს, დილით, პირველად დაადასტურა, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს. აღსანიშნავია, რომ ბირმინგემულმა კლუბმა სტილიანი სეზონის წინ განაცხადში მაინც შეიყვანა და კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასსაც ჩვეულებრივ უხდიდა.
პეტროვი ინტენსიური ქიმიოთერაპიის შემდეგ რემისიულ მდგომარეობაშია და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ახერხებს ძალების აღდგენას.
მას მერე, რაც დიაგნოზი დამისვეს, ერთადერთი მიზანი მქონდა: როგორმე სხვებს დავხმარებოდი. სწორედ ამიტომ დავაარსე ფონდი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებას ახალი აზრი ეძლევა. პირობას გაძლევთ, ამ საქმესაც ისევე ვუერთგულებ, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს," - განაცხადა ბულგარელმა ვეტერანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"