ხუთშაბათს, 9 მაისს ცნობილი გახდა, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 50 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი დაიკავებს, რომელიც საქმეს 2013 წლის 1 ივლისიდან შეუდგება. შეთანხმება კი 6 წლითაა განსაზღვრული.
"როდესაც მთავარი მწვრთნელის კანდიდატურებს განვიხილავდით, დევიდ მოიესი ერთხმად ავირჩიეთ. საქმისადმი მისი დამოკიდებულება და კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს.
ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი მუშაობით და ჯერ კიდევ 1998 წელს განვიხილავდით მას კლუბში მთავარი მწვრთნელის
მაშინ ის ახალგაზრდა იყო და კარიერას იწყებდა, თუმცა "ევერტონში" მისი გაწეული სამუშაო აღფრთოვანებას იწვევს.
ეჭვგარეშეა, რომ დევიდი ყველა იმ საჭირო თვისებას ფლობს, რათა სათანადოდ გაუძღვეს ჩვენს გუნდს", - აქვეყნებს ფერგიუსონის ნათქვამს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
"წითელი ეშმაკი" დევიდ მოიესი
დიდი ეპოქის დასასრული: სერ ალექსი ”მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის