აქამდე ჩატარებულ 9 შეხვედრაში "ქალაქელებმა" 5-ჯერ (1904, 1934, 1956, 1969, 2011) იმარჯვეს, 4-ჯერ (1926, 1933, 1955, 1981) კი დათმეს გადამწყვეტი შეხვედრა. განსხვავებული სიტუაციაა "უიგანისთვის". სათასო გათამაშებებში "ათლეტებმა" საუკეთესო შედეგი 2006 წელს უჩვენეს, როცა ლიგის თასის ფინალში გააღწიეს, მაგრამ უიმედოდ დამარცხდნენ (0:4) "მანჩესტერ იუნაიტედთან". ასოციაციის თასის ფინალში კი პირველად თამაშობენ.
რობერტო მანჩინისა და რობერტო მარტინესის გუნდები ჩემპიონატში ორჯერ უკვე დაუპირისპირდნენ და ორჯერვე "ქალაქელებმა" იძალეს (2:0, 1:0). აშკარა ფავორიტები ამჯერადაც მანჩესტერელები
"ამ დროისთვის "უიგანიდან" ჩემს წასვლაზე ლაპარაკი დროის ფუჭად ფლანგვაა. ერთადერთი, რაც მაინტერესებს, გუნდის ფინალისთვის მომზადებაა. არ დაგავიწყდეთ, რომ პრემიერლიგის დარჩენილ ორ ტურში ჩვენ არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ასე რომ, სხვა თემებზე ფიქრისთვის არ მცალია. ერთი წუთითაც კი არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა".
39 წლის ესპანელ მწვრთნელს უმძიმესი საკადრო პრობლემები აქვს. მას 4 წამყვანი მცველი - ანტოლინ ალკარასი (მუხლქვეშა მყესი), ივან რამისი (მუხლი), რონი სტამი (ფეხი აქვს მოტეხილი) და მეინორ ფიგეროა (საზარდული) აკლია. გუნდში კი მათი ღირსეული ალტერნატივა არ მოიძებნება. განსხვავებული სიტუაციაა ინგლისის ექსჩემპიონთა ბანაკში. "ქალაქელთაგან" ტრავმა მხოლოდ სკოტ სინკლერს აწუხებს. ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის იაია ტურე. "სიტიმ" დიდი ხანია პრაქტიკულად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური და მას მერე ფეხბურთელებს გონებაში მხოლოდ ფინალი უტრიალებთ. მანჩინიმ თავად დაადასტურა, რომ უჭირდა შეგირდების ყურადღების გადატანა ჩემპიონატის ბოლო მატჩებზე. აი, რა თქვა მან:
"რთული იყო "სუონსისთან" და "ვესტ ბრომვიჩთან" ძალების მობილიზება, რადგან ბოლო დღეებია, ბიჭები მხოლოდ თასის ფინალზე ფიქრობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტურნირში გამარჯვება. უკეთესი იქნებოდა, მოსამზადებლად მთელი კვირა გვქონოდა, მაგრამ არა უშავს, რადგან "უიგანიც" ანალოგიურ მდგომარეობაშია".
"უემბლიმდე" გუნდებმა ერთმანეთისგან განსხვავებული გზა გაიარეს. "სიტიმ" დაამარცხა "უოტფორდი" (3:0), "სტოკ სიტი" (1:0), "ლიდსი" (4:0), "ბარნსლი" (5:0) და "ჩელსი" (2:1). "უიგანისთვის" კი ეს გზა უფრო გრძელი აღმოჩნდა: "ბორნმუთი" (1:1, 1:0), "მაკლსფილდი" (1:0), "ჰადერსფილდი" (4:1), "ევერტონი" (3:0), "მილუოლი" (2:0). "სიტი"-"უიგანის" ფინალურ შეხვედრას 42 წლის ანდრე მარინერი გაუძღვება, ვინც ასოციაციის თასის მიმდინარე გათამაშებაში 4 შეხვედრაში იმსაჯა. აქამდე მას "უემბლიზე" მუშაობის პატივი კარიერის განმავლობაში სულ ორჯერ ჰქონდა.
მანჩესტერ სიტი-უიგანი 19:15
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: რა ელის სერხიო აგუეროს?